ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ ჩინური კომპანია Sinovac-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 50.4%-ია. ეს იმას ნიშნავს,რომ ვაქცინა გაცილებით ნაკლებეფექტურია, ვიდრე ამას მანამდე ვარაუდობდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მილიონი და 2 მილიონის დოზისთვის, Pfizer-ის ვაქცინას საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა და ოპტიმალური იქნება, მცირე რაოდენობის შემოტანა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ქართველი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მსოფლიოს კიდევ 3 წელიწადი მოუწევს.
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი ამბობს, რომ კრონავირუსის ვაქცინის ქონა-არქონაზე არანაკლები პრობლემა ვაქცინის მიმართ უნდობლობა და ანტივაქსერული კამპანიაა.
ვაქცინაციის პრიორიტეტში მედიკოსები არიან, რათა მათ დაინფიცირებული პაციენტების მოვლა და მკურნალობა შეძლონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინსტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა საქართველოსთვის დამანგრეველი არ იქნება და შეძლებენ, ისევე აიცილონ თავიდან, როგორც ეს პირველი ტალღის შემთხვევაში მოხდა.