განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი.
ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის სოფლებს ეწვია.
“ვაქცინაცია, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ხდება, დიდი ალბათობით ჩვენთანაც ამ პრინციპით მოხდება - ვაქცინაციის პრინციპი კი ასეთია, რომ პირველ ეტაპზე მიზანჯგუფები იცრებიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების შერბილება შესაძლებელი იქნება, თუ მოსახლეობა რეგულაციებს დაიცავს.
COVID-19-ის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად მსოფლიოს მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.