„ქვეყანაში გვაქვს გრიპის მზარდი დინამიკა“ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსი, რომელიც წინა წელთან შედარებით უფრო აგრესიულობით გამოირჩევა.
„ბოლო სამი კვირაა ქვეყანაში გვაქვს გრიპის მზარდი დინამიკა, რომელიც თუ მანამდე იყო გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული, ახლა ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსი H1N1 შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი. ამიტომ არის მზარდი მიმართვიანობა პოლიკლინიკებში და სტაციონარებში. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს გარდაცვალების 2 შემთხვევა. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ. თუ იქნება გრიპი მაღალი ტემპერატურით, აუცილებელია მშობლებმა განსაკუთრებით ბავშვისთვის გამოიძახონ უბნის ექიმი, ოჯახის ექიმი და ჩაატარონ კონსულტაცია. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებული პირები. ასევე, განსაკუთრებულად მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს, რომ ისინი არიან ამ შტამისადმი განსაკუთრებულად მოწყვლადები, ამიტომ ნებისმიერ ორსულს ეწყება თუ არა გრიპის ვირუსი, მაღალი ტემპერატურა, ოჯახის ექიმთან და გინეკოლოგთან კონსულტაცია გაიარონ",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე, გამომცდელს დანით დაემუქრა
- მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი
- პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 ოქტომბრისთვის
- ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს