"მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად, სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა" - გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და „პრაქტიკულად სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა“.
როგორც ალასანიამ „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს მუდმივად სიცხე აქვს.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მუდმივად აქვს სიცხე, ხანდახან 38 გრადუსზე მეტი. გაუსაძლისი სახსრების და მყესების ტკივილი აქვს და პრაქტიკულად სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა“,- განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, ალასანიას ინფორმაციით, „ვივამედში“ სააკაშვილთან მოსანახულებლად მისი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი არ შეუშვეს.
„შვილი მოვიდა, ნიკოლოზი, ეს უკვე არაერთხელ მეორდება, რომ ადამიანი მოჰყავთ, ზის ბოლო წუთამდე, უარი არ არის, არც თანხმობაა, მაგრამ შემდეგ უკანასკნელ მომენტში უარია, ესეც არის წამების ფორმა. ახსნა-განმარტებას არ გვაძლევენ - უბრალოდ არ უშვებენ და მორჩა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
