ავტომანქანის მძღოლებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება

ივ­ნი­სი­დან, ტრან­სპორ­ტის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის შე­მად­გენ­ლო­ბის კონ­ტრო­ლი და­ი­წყე­ბა. რო­გორც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ტა­რი­ელ ირე­მა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პირ­ველ ეტაპ­ზე კა­ნო­ნი 4 ქა­ლაქ­ში ამოქ­მედ­დე­ბა - თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­სა და რუს­თავ­ში; სან­ქცი­ე­ბი კი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა: დამ­რღვე­ვი ფი­ზი­კუ­რი პირი პირ­ველ ჯერ­ზე და­ჯა­რიმ­დე­ბა 100 ლა­რით, გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი - 300 ლა­რით.

"გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, 2023 წლის ივ­ნი­სი­დან გეგ­მავს გზებ­ზე, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ხი­ლუ­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

 

კერ­ძოდ, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პატ­რუ­ლი­რე­ბის და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს 4 დიდ ქა­ლაქ­ში ( თბი­ლი­სი, ბა­თუ­მი, რუს­თა­ვი, ქუ­თა­ი­სი) სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ გზებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბას და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვზე შე­მოწ­მე­ბას.

 

სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბით გა­ზომ­ვის შემ­დეგ, თუ დად­გინ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა, ფი­ზი­კუ­რი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად სან­ქცია გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 100 ლა­რით, ხოლო 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მა გა­სამ­მაგ­დე­ბა და 300 ლარი გახ­დე­ბა.

 

რა თქმა უნდა, პირ­ველ ეტაპ­ზე აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა ხი­ლულ გა­მო­ნა­ბოლ­ქვზე, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე.

 

ამას­თან, შე­მოწ­მე­ბას გა­ივ­ლის ის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაც, რო­მე­ლიც გზა­ზე მოძ­რა­ობს და ხი­ლუ­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი არ გა­აჩ­ნია. ჩვენს ეკი­პაჟს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

 

თუ კონ­კრე­ტულ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას ად­გილ­ზე და­უდ­გინ­დე­ბა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­სა­კუთ­რე არ და­ე­თან­ხმე­ბა შე­დე­გებს, მას უფ­ლე­ბა აქვს ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­დაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვოს უახ­ლო­ეს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრში. ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრში ახ­ლი­დან გა­დის ავ­ტო­მო­ბი­ლი ტექ­ნი­კურ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, ოღონდ არა­მარ­ტო გა­მო­ნა­ბოლ­ქვზე. თუ და­დას­ტურ­დე­ბა ჩვენს მიერ წარ­დგე­ნი­ლი შე­დე­გე­ბი, შედ­გე­ნი­ლი ოქმი ძა­ლა­ში რჩე­ბა. თუ არ და­დას­ტურ­და და სხვა შე­დე­გი იქ­ნე­ბა, ჯა­რი­მის ანუ­ლი­რე­ბა მოხ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და არ ეკის­რე­ბა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მე­სა­კუთ­რეს.

 

სა­პი­ლო­ტე რე­ჟი­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეს არე­ა­ლი გა­იზ­რდე­ბა. კონ­ტრო­ლი მკაც­რი იქ­ნე­ბა, ამას­თან, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ფა­რე­ბა დიდი წერ­ტი­ლე­ბი. სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში და­გეგ­მი­ლია, რომ გვყავ­დეს 10 ეკი­პა­ჟი. შე­საძ­ლოა, ეს არ იყოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში მი­ვი­ღებთ იმ მო­ნა­ცე­მებს, რო­მე­ლიც შე­ფა­სე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა ტა­რი­ელ ირე­მა­ძემ.

წაკითხვა 459 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.