“თუ არსებობს სპეციალური სივრცე, მის გამოცდაზე დაშვებას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს” - რატომ უცდება წელი ინფიცირებულ აბიტურიენტს

“თუ არსებობს სპეციალური სივრცე, მის გამოცდაზე დაშვებას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს” - რატომ უცდება წელი ინფიცირებულ აბიტურიენტს

“7 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასული აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. “თუ მისი ჯანმრთელობა სტაბილურია, არ არსებობს რაიმე ფაქტორი, რომლის გამოც ის გამოცდაზე არ უნდა გავიდეს”, - ამბობს ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბრისას. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სპეციალური სივრცეები არსებობს, კარგი იქნებოდა თუ აბიტურიენტს გამოცდის ცალკე დაწერის უფლებას მისცემდნენ. როგორც გოგინავა განმარტავს, ის აბიტურიენტები, რომლებიც ინფიცირებულ ახალგაზრდასთან ერთ სექტორში წერდნენ გამოცდას, სარეზერვო სივრცეში რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად რჩებიან, ხოლო სხვა აბიტურიენტებს საფრთხე არ ემუქრებათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თუ არსებობს სპეციალური სივრცე, მის გამოცდაზე დაშვებას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს” - რატომ უცდება წელი ინფიცირებულ აბიტურიენტს.

“თუ არსებობს სპეციალური სივრცე, სადაც შესაძლებელია ადამიანი მოთავსდეს და თან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ აქვს რაიმე პრობლემა, არ არსებობს რაიმე ფაქტორი რაც მის გამოცდაზე დაშვებას ხელს შეუშლის. PCR ტესტს აქვს მაღალი მგრძნობელობა დაახლოებით 90%-ამდე შეიძლება უფრო მეტიც მაგრამ არა 100%, ამიტომ იმისათვის, რომ ყველანაირი რისკი მათ შორის თეორიულიც გამორიცხული იყოს, მაინც სჯობს ცალკე სივრცეში იყვნენ. ის ბავშვები, ვისთანაც ახლო კონტაქტი ჰქონდა, ყველა გამოკვლეულია და არავისთან არ დასტურდება. თუ ახლო კონტაქტში მყოფ პირებს არ აქვთ, შესაბამისად სხვების ინფიცირების რისკი ძალიან დაბალია. თეორიულად რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე ძლებს კორონავირუსი არაცოცხალ ზედაპირებზე. თუმცა, ქაღალდზე არ ძლებს დიდხანს. მხოლოდ რამდენიმე საათი მაქსიმუმ 1 დღე დარჩეს”, - გვითხრა გოგინავამ. რაც შეეხება კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პასუხების ფურცლების ორი კვირით კარანტინში განთავსებას, გოგინავას განცხადებით ქაღალდზე ვირუსი მაქსიმუმ ერთი დღის მანძილზე რჩება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. “ეს აბიტურიენტი ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. რაც შეეხება იმას, დაინიშნება თუ არა განმეორებითი გამოცდები, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, სამწუხაროდ ჩვენ გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს”, - ამბობს გორგოძე. გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა საზოგადოებაში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან სტუნდენტური ომბუდსმენის წევრებმა აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ ახალგაზრდას წელი არ გაუცდეს, გამონაკლისი დაუშვან და გამოცდებში მონაწილეობის უფლება გამოჯანმრთელების შემდეგ მისცენ. რაც შეეხება იმ 9 აბიტურიენტს, რომელიც ინფიცირებულ ახალგაზრდასთან ერთად წერდა გამოცდას, მათ კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ და გამოცდებში მონაწილეობას სპეციალური სარეზერვო სივრციდან შეძლებენ”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 400 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.