"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის"
ვხედავთ, რომ საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც ღიად და ურცხვად მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ლავროვის თქმითვე, ის ბედნიერია, რომ ხალხთაშორის პირად დონეზე კონტაქტები აქტიურად ვითარდება საქართველოსთან.
„მოხარული ვარ, ვნახო, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი პირად დონეზე აქტიურად ვითარდება. გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა დიდწილად რუსეთთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის გამო. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ”, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა "ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო", პატივისცემა გამოხატა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.
მისივე განცხადებით, ქართველ ხალხთან რუსეთს არავითარი პრობლემა აქვს.
„დიახ, იყო 2008 წლის ისტორია, რომელშიც ისევ და ისევ ნატომ ითამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში, ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან. სააკაშვილს ემოციები „გაექცა“ და გადაწყვიტა, რომ ეს ინდულგენციაა. იქვე, კონდოლიზა რაისი ცხინვალისა და მშვიდობისმყოფელების პოზიციების დაბომბვის ბრძანების გაცემამდე ერთი თვით ადრე ჩავიდა. უკრაინელებს ცოტა მეტი დრო დასჭირდათ, რათა ბუქარესტის იმპულსს იმ ადამიანების ცნობიერებამდე მიეღწია, ვინც თავის ტერიტორიიდან ყველაფერი რუსულის განდევნა გადაწყვიტა“, - აღნიშნა ლავროვმა.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
