მელანიას ეფექტი - შთამბეჭდავი გამოჩენა და დუმილი: "ის ძალიან ჭკვიანია და იდუმალი ქალის მისტიკა შექმნა"

მას შემ­დეგ, რაც ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ეს­რო­ლეს, დო­ნალდ ტრამ­პის მე­უღ­ლე, მე­ლა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა.

რეს­პუბ­ლი­კურ წი­თელ ფერ­ში ჩაც­მუ­ლი, ის მი­ლუ­ო­კი­ში, რეს­პუბ­ლი­კურ ეროვ­ნულ კონ­ვენ­ცი­ა­ზე კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის თან­ხლე­ბით მარ­ტო შე­ვი­და. რო­გორც უცხო­უ­რი მე­დია აფა­სებს, მე­ლა­ნია ბრწყინ­ვა­ლე და მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო, თუმ­ცა მისი სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნა უფრო პო­დი­უმ­ზე გას­ვლას ჰგავ­და, ვიდ­რე - პო­ლი­ტი­კურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ამას­თა­ნა­ვე, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი ისე­თი დის­ტან­ცი­უ­რი იყო, რო­გორც არას­დროს.

ის ქმარს ხან­გრძლი­ვი მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვის შემ­დეგ შე­უ­ერ­თდა და სცე­ნა­ზე სწო­რედ მა­შინ ავი­და, რო­დე­საც ხალ­ხში ბუშ­ტე­ბი და­ეშ­ვა. დო­ნალდ ტრამ­პი მას ჩა­ხუ­ტე­ბით მი­ე­სალ­მა და წყვილ­მა ლო­ყა­ზე აკო­ცა ერ­თმა­ნეთს.

 

შემ­დეგ ქმარ­მა ხელი ჩაჰ­კი­და და მათ სცე­ნა­ზე გა­ი­ა­რეს, სა­დაც ტრამ­პის ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.მას შემ­დეგ, რაც დო­ნალ­დი პრე­ზი­დენ­ტად პირ­ვე­ლად 2016 წელს აირ­ჩი­ეს, მე­ლა­ნია ტრამპმა ამე­რი­კუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა ჩვე­უ­ლი წესი და­არ­ღვია.

თეთრ სახ­ლში ტრამ­პის პირ­ვე­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის სხვა პირ­ველ ლე­დებ­თან შე­და­რე­ბით გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი ფი­გუ­რა იყო და ინ­ტე­რე­სე­ბის ვიწ­რო სპექტრზე ფო­კუ­სირ­დე­ბო­და. აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვე­ბი აღ­წერს მას, რო­გორც "სი­კე­თის ელჩს" და ბავ­შვთა სა­კი­თხე­ბის ად­ვო­კატს.

თეთრ სახ­ლში ცხოვ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ის მე­უღ­ლის გვერ­დით ძი­რი­თა­დად, არ ჩნდე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, მე­ლა­ნია ნიუ-იორკში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ტრამ­პი პირ­ვე­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ვი­საც და­ნა­შა­ულ­ში მსჯავ­რი დას­დეს. მის გვერ­დით ასე­ვე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც მან თა­ვი­სი პარ­ტი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო ნო­მი­ნა­ცია მე­სა­მედ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ი­პო­ვა.

 

"მე­ლა­ნია აკე­თებს იმას, რაც მე­ლა­ნი­ას უნდა", - აღ­ნიშ­ნა მერი ჯორ­დან­მა, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის ბი­ოგ­რაფ­მა, The Art of Her Deal - მა კი და­წე­რა: "ის მკაც­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და არ გა­ა­კე­თებს რა­ი­მეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ამას სხვე­ბი აკე­თე­ბენ. ასე მო­საქ­ცე­ვად არა­ნა­ირ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ გრძნობს". მე­ლა­ნია ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი პირ­ვე­ლი ლე­დია თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, უც­ნო­ბია მისი მო­საზ­რე­ბა.გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მან მე­უღ­ლე­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა.

 

"მონ­სტრმა, რო­მელ­მაც ჩემი მე­უღ­ლე არა­ა­და­მი­ა­ნურ პო­ლი­ტი­კურ მან­ქა­ნად აღიქ­ვა, სცა­და, და­ეხ­შო დო­ნალ­დის გა­ტა­ცე­ბა - მისი სი­ცი­ლი, გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბა, მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი და შთა­გო­ნე­ბა", - თქვა მან.

 

"ჩემი მე­უღ­ლის ცხოვ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი - მისი ადა­მი­ა­ნუ­რი მხა­რე - და­მარ­ხუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მან­ქა­ნის ქვეშ. დო­ნალ­დი გუ­ლუხ­ვი და მზრუნ­ვე­ლი კა­ცია, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ყვე­ლა­ზე უა­რე­სი და უკე­თე­სი წლე­ბი მაქვს გა­მოვ­ლი­ლი".

პარ­ტი­ის ღო­ბის­ძი­ე­ბებ­ზე, ტრა­დი­ცი­უ­ლად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წე­სია, რომ კან­დი­და­ტის მე­უღ­ლე სი­ტყვით გა­მო­ვი­დეს და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მოჰ­ყვეს.

ოთხშა­ბათ სა­ღა­მოს, უშა ვენ­სმა - ტრამ­პის ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ჯეი დი ვენ­სის მე­უღ­ლემ - სწო­რედ ეს გა­ა­კე­თა. მან თა­ვის მე­უღ­ლეს "ხორ­ცი­სა და კარ­ტო­ფი­ლის მოყ­ვა­რუ­ლი" კაცი უწო­და, მაგ­რამ მისი თავ­და­დე­ბის აშ­კა­რა ნიშ­ნად თქვა, რომ ახლა მას ინ­დურ ვე­გე­ტა­რი­ა­ნულ საჭ­მელს უმ­ზა­დებს.

 

და მა­შინ, როცა დო­ნალდ ტრამ­პის უფ­როს­მა ვაჟ­მა, დონ უმ­ცროს­მა, შუ­ა­თა­ნა ვაჟ­მა ერიკ­მა, რძალ­მა ლა­რამ და შვი­ლიშ­ვილ­მა კაიმ ტრამ­პის სა­უ­კე­თე­სო მხა­რე­ებ­ზე ისა­უბ­რეს, მე­ლა­ნი­ამ სი­ტყვით გა­მოს­ვლა­ზე უარი თქვა.

2016 წლის ღო­ბის­ძი­ე­ბა­ზეც, რო­დე­საც ტრამპმა პირ­ვე­ლად წა­რად­გი­ნა თა­ვი­სი მე­უღ­ლე, ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად გან­ვი­თარ­და. მე­ლა­ნია მი­შელ ობა­მას სი­ტყვის პლა­გი­ა­ტის­თვის გა­აკ­რი­ტი­კეს, რო­მე­ლიც მან 2008 წელს, ბა­რა­კის წარ­დგე­ნი­სას წარ­მოთ­ქვა. მომ­ხდარ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ლა­ნი­ას სი­ტყვის ავ­ტორ­მა აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. პირ­ვე­ლი ლე­დე­ბი ყო­ველ­თვის მკაც­რად გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან მათი იმი­ჯის, ჩაც­მუ­ლო­ბი­სა და იმ სა­კი­თხე­ბის გამო, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბა­საც გა­და­წყვე­ტენ.

 

მაგ­რამ მე­ლა­ნია ტრამ­პი მათ შო­რის პირ­ვე­ლია, ვინც ადრე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­დე­ლი იყო. ის ფო­ტო­ებ­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებს თა­ვი­სი იმი­ჯის ძა­ლას.

"ის ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია და იდუ­მა­ლი ქა­ლის მის­ტი­კა შექ­მნა იმით, რომ თვალ­სა­წი­ე­რი­დან ქრე­ბა და შემ­დეგ, როცა გა­მო­დის, ეს გა­ცი­ლე­ბით დიდი ამ­ბა­ვი ხდე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ჯორ­და­ნი, - "ის არ ჩნდე­ბა ხში­რად, მაგ­რამ ჩნდე­ბა მა­შინ, როცა ეს დო­ნალდ ტრამპს ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა".

შა­ბათს დო­ნალ­დის სი­ცო­ცხლე­ზე თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, მე­ლა­ნია თით­ქოს, და­კარ­გუ­ლი იყო. მაგ­რამ ამ­ჯე­რად, თა­ვი­სი გა­მო­ჩე­ნით, რო­დე­საც VIP სექ­ცი­ის­კენ მი­მა­ვალ კი­ბე­ებ­ზე ნელა ავი­და, ზე­მოთ შე­ჩერ­და და არე­ნის ყვე­ლა კუ­თხეს და­უქ­ნია ხელი, მან თა­ვი­სი იმი­ჯის ძალა და ოს­ტა­ტო­ბა აჩ­ვე­ნა.

მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა, ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა, მისი მთა­ვა­რი ძალა იყოს. 

 

წყა­რო

წაკითხვა 165 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.