ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ - ჯანმრთელობის 5 ცენტრი ათენსა და გარეუბნებში, რომლებიც სიმპტომების შემთხვევაში უფასოდ მიგიღებთ

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ათენსა და მის გარეუბნებში მდებარე ჯანმრთელობის 5 ცენტრში ხალხს მედპერსონალი უფასოდ მოემსახუროს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

 

ადგილზე იქნება ამბოლატორიული და ყველა იმ ტიპის მომსახურება, რომელიც აუცილებელია კორონავირუსის გამოვლენისას. აღნიშნული ცვლილებები ტარდება იმისათვის, რომ არ მოხდეს ერთსა და იმაზე საავადმყოფოებსა და ჯანმრთელობის ცენტრებში დიდი რაოდენობით პაციენტების თავმოყრა და სამედიცინო პერსონალზე ზეწოლა არ განხორციელდეს.

 

გადანაწილების შემთხვევაში ვირუსთან ბრძოლა ბევრად ეფექტური იქნება და ექიმები ეტაპობრივად გაუმკლავდებიან ყველა პაციენტზე ინდივიდუალურად ზრუნვას.

 

ხუთივე ჯანმრთელობის ცენტრი იმუშავებს 24 საათის მანძილზე და უფასოდ მიიღებს ადამიანებს, რომელთაც უვლინდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და აქვთ კითხვა, არიან თუ არა ამ ტიპის ვირუსით ინფიცირებულები.

 

შეგახსენებთ, რომ ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირდაპირ ჯანმრთელობის ცენტრში ან საავადმყოფოში არ უნდა წაბრძანდეთ, არამედ დარეკოთ მითითებულ ნომრებზე, გაესაბროთ ექიმს საკუთარი მდგომარეობის შესახებ და შემდეგ პერსონალი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა თქვენი ჰოსპიტალიზაცია. საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, თავად გადაგიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში.

 

ამ სიაში შედის:

ალექსანდრას ჯანმრთელობის ცენტრი – მისამართი: ალექსანდრას გამზირი N119 ტელ.: 21 0647 9808

კალივიონის ჯანმრთელობის ცენტრი – მისამართი: კალივიონის გამზირი N23 ტელ.: 2299 320700

რაფინას ჯანმრთელობის ცენტრი – მისამართი: ანდრეა პაპანდრეუს N36 ტელ.: 2294 320011

პერისტერის ჯანმრთელობის ცენტრი – მისამართი: ხრისტუ ლადას N43 ტელ.: 21 0574 8562

ასევე, კამინიონის ჯანმრთელობის ცენტრი.

 

წყარო

წაკითხვა 840 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.