ნიუ-იორკის შტატში დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 731 ადამიანი დაიღუპა.
აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ამ შტატში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში ჯამში 138,836 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 5,489 გარდაცვლილი.
მონაცემები პრესკონფერენციაზე ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ წარადგინა. მისივე თქმით, ადგილობრივმა და ფედერალურმა მთავრობებმა ქალაქ ნიუ-იორკში საავადმყოფოებზე არსებული წნეხის შესამსუბუქებლად დაახლოებით 3 000 საწოლიანი ახალი საველე ჰოსპიტალი მოაწყეს.
ნიუ-იორკის შტატის შემდეგ, კორონავირუსის ეპიდემიამ ყველაზე მეტად მოიკიდა ფეხი მეზობელ ნიუ ჯერსის შტატში. აქ 41,090 ინფიცირებული და 1000-ზე მეტი გარდაცვლილია.
რაც შეეხება მთლიანად შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში ჯამში 380,000-ზე მეტი ინფიცირებულია. ვირუსს ემსხვერპლა 12 000-მდე ადამიანი, ხოლო მისგან განიკურნა 21 300 პაციენტი.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
