"ჩინეთმა უდიდესი ტკივილი გამოიწვია და მას მოუწევს ამასთან დაკავშირებული ფასის გადახდა"
ჩინეთმა უდიდესი ტკივილი გამოიწვია, ბევრი სიცოცხლის დაკარგვა და ახლა მსოფლიო ეკონომიკა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონი ჩინეთის „კომუნისტური პარტიის“ მხრიდან სრულ გამჭვირვალობას ჯერ კიდევ ვერ ხედავს.
„მე ჯერ კიდევ შეშფოთებული ვარ, რომ არის რაღაცეები, რაც არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით ისტორია და ვერ ვგზავნით ჩვენს ჯგუფს ადგილზე, რომ გააკეთოს ის სამუშაო, რაც აუცილებელია. ეს არის მიმდინარე გამოწვევა და აშკარაა, რომ ჩინეთის „კომუნისტურმა პარტიამ“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები. ჩინეთს მოუწევს ამასთან დაკავშირებული ფასის გადახდა“,-დასძინა პომპეომ.
ცნობისთვის, ჩინეთი კორონავირუსის შესახებ რეალური ინფორმაციის დამალვაში არაერთხელ დაადანაშაულეს აშშ-ის ლიდერებმა. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინს რეალური ინფორმაცია რომ მიეწოდებინა მსოფლიოსთვის, ქვეყნები აღნიშნულ გამოწვევას უფრო მომზადებულნი შეხვდებოდნენ.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
