რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 099 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 101 ადამიანი
რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 7 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 106498-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის მანძილზე 101 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვა საერთო ჯამში 1073-ს მიაღწია.
ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან ქვეყანაში 11600-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 93806-ს შეადგენს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 იანვრისთვის
- "თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების მომენტს მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად"
- "ვალდებული ვართ, ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება - უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში"
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
