«Бук»-ბი“ ზეცას უყურებენ: სამხრეთის სამხედრო ოლქი საზენიტო „რობოტებით“ ძლიერდება“

რუსული გაზეთის „იზვესტიის“ («Известия») დღევანდელ, 30 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით «Бук»-ბი“ ზეცას უყურებენ: სამხრეთის სამხედრო ოლქი საზენიტო „რობოტებით“ ძლიერდება“, რომელშიც საუბარია რუსეთის სამხრეთ ნაწილში - კრასნოდარის მხარეში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების აღჭურვაზე ახალი საზენიტო კომპლექსებით.

 „კავკასია და შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებით გადაიფარება: კრასნოდარის მხარეში დისლოცირებული 90-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა  «Бук-МЗ»-ებით აღიჭურვება, - ნათქვამია პუბლიკაციაში, - ახალ სარაკეტო კომპელექსებს შეუძლიათ გაანადგურონ არამხოლოდ თვითმფრინავები და ვერტმფრენები, არამედ ფრთოსანი რაკეტები, დრონები და თვით ჰიპერბგერითი სიჩქარით მოძრავი სხვა მფრინავი აპარატებიც კი“.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ კრასნოდარის მხარეში განლაგებული 90-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა მაღალი მობილურობით გამოირჩევა და საჭიროების შემთხვევაში, მისი სწრაფი გადასროლა შეიძლება როგორც რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე საქართველოს საზღვრებთან ახლოს - შეგახსენებთ, რომ წინა თაობის მოძველებული «Бук»-ები ადრეც იყვნენ დროებით განთავსებულნი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - წერს გაზეთი და კიდევ ერთ ფაქტზე მიუთითებს - 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს იქვე ახლოს განლაგდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ჯარების პოლკი, რომელიც «Бук-М2» იყო აღჭურვილი.

 

„შავი ზღვა ბოლო წლებში აშშ-სა და ნატოს ყურადღების ცენტრში მოექცა - მის აკვატორიაში ხშირად შედიან აშშ-ის სამხედრო ხომალდები, რომლებსაც ბორტზე ფრთოსანი რაკეტები აქვთ. დასავლეთის ქვეყნების კუთვნილი დრონები ასევე რეგულარად დაფრენენ რუსეთის შავიზღვისპირეთის ახლოს. მაისის თვეში შავი ზღვის ცაზე უკვე აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენებიც გამოჩნდნენ... შესაბამისად, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს დგამს“

 

სტატიაში განხილულია «Бук-МЗ»-ების ტექნიკური მონაცემები, მათი უპირატესობა წინა თაობის რაკეტებთან შედარებით: ახალი საზენიტო კომპლექსები, რობოტების მსგავსად, ავტომატურად მოქმედებენ, რაკეტები მოდერნიზებულია, მათი ფრენის სიშორე და გამანადგურებელი ძალა 50%-ით არის გაზრდილი - ყოველ გამშვებ მობილურ კომპლექსზე, ოთხის ნაცვლად, ახლა უკვე ექვსი რაკეტაა დამონტაჟებული.

 

წყარო: https://iz.ru/1029352/anton-lavrov-bogdan-stepovoi/buki-vverkh-iuzhnyi-voennyi-okrug-usilivaiut-zenitnymi-robotami

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 519 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.