„ჯო ბაიდენმა კოგნიტიური ტესტი უნდა ჩაიტაროს“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის ტელეარხმა Fox News-მა 23 ივლისს გამოქვეყნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინტერვიუს ტექსტი დოქტორ მარკ სიგელთან, რომელიც პროფესიით თერაპევტია და სამედიცინო საკითხებზე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობს. პუბლიკაცია გამოქვეყნებულია სათაურით „ჯო ბაიდენმა კოგნიტიური ტესტი უნდა ჩაიტაროს“.

 

ინტერვიუში პრეზიდენტი კორონავირისის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს. ამერიკის ლიდერის თქმით, მას რომ არჩევანი ჰქონდეს, იგი უფრო მეტ ინვესტიციებს „კოვიდ-19“-ის თერაპიას მოახმარდა, ვიდრე ვაქცინის შექმნას. „მე ძალიანაც მინდა საავადმყოფოებში მისვლა და ავადმყოფებისათვის რაიმე წამლის მიცემა და თქმა, რომ ისინი ორ დრეში განიკურნებიან, მაგრამ ვაქცინა ჯერ არ არსებობს, ის მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება. „მე შევცდი კორონავირუსის შეფასებაში... მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები ვირუსზე გაიმარჯვებს და საბოლოო ჯამში ინფექცია გაქრება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

დონალდ ტრამპი შეეხო აგრეთვე არჩევნებში თავის კონკურენტს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯო ბაიდენს და თქვა, რომ მისი ფსიქიური ჯანმრთელობა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საკმარისი არ იქნება. ამიტომ მან შესაბამისი ფსიქოლოგიური ტესტი უნდა ჩაიტაროს ინტელექტის დაზუსტების მიზნით. სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა მსგავსი ტესტი უკვე ჩაიტარა და შედეგით კმაყოფილია.

 

აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი სარგებლობს იმ არგუმენტით, რომ ჯო ბაიდენი უკვე 77 წლისაა - ანუ ასაკით მასზე სამი წლით უფროსია. ეს არგუმენტი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედს წარმოადგენს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ.

 

ამიტომაც ვამბობ ხოლმე ყველას წინაშე: პრეზიდენტებს ნათელი გონება უნდა ჰქონდეთ და ჭკვიანები, მკაცრებიც უნდა იყვნენ. „ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ძალიან ჭკვიანები და გამოცდილები არიან, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ერდოღანი, მართალია,  შხამივითაა, მაგრამ ისიც გამოცდილია და მკაცრი. ამერიკას მათზე უფრო ჭკვიანი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://www.foxnews.com/media/trump-says-biden-should-take-cognitive-test-because-us-requires-sharp-leader

https://www.trt.net.tr/georgian/msop-lio/2020/07/24/trampi-erdog-ani-z-alzed-chkviani-da-gamoc-dilia-1460946

წაკითხვა 458 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.