ბელარუსის რევოლუციის „წითელი ხაზები“

ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ («Le Figaro») 19 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბელარუსის რევოლუციის „წითელი ხაზები“: თუ ვლადიმერ პუტინი დონბასში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებს, იგი ბელარუსის მოვლენებში ღიად არ ჩაერევა“. 

პუბლიკაციის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი რენო ჟირარი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას - რა „წითელი ხაზები“ არსებობს პუტინისათვის ბელარუსში და გამოჩნდებიან თუ არა რუსული ტანკები მინსკში, პრაღის მსგავსად.

 

გთავაზობთ ამონარიდს:

 

„ვლადიმერ პუტინი არ გაგზავნის ტანკებს ბელარუსი დემონსტრანტების წინააღმდეგ - იმიტომ, რომ ეს მისი დიდი სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა. რუსული დიპლომატია იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ოპოზიციის აშკარა გამარჯვება, კულისებში იმუშავებს გარდამავალი რბილი პროცესის განსახორციელებლად, რაც საშუალებას მისცემს მოსკოვს წყნარად შეცვალოს ალექსანდრე ლუკაშენკო ისეთი ზომიერი ლიდერით, რომელიც მისაღები იქნება კრემლისთვისაც და ოპოზიციისთვისაც.

 

ვლადიმერ პუტინს კარგად ახსოვს უკრაინის პრეცედენტი, სადაც მან სერიოზული შეცდომა დაუშვა: ერთი მხრივ, ყირიმის მიერთების შემდეგ კრემლი დონბასის მოვლენებში ჩაერია, იარაღით დაეხმარა ადგილობრივ სეპარატისტებს და უკრაინის არმია სამარცხვინოდ დამარცხდა. მაგრამ მეორე მხრივ, ამ ფაქტმა მთელ უკრაინაში მწვავე ანტირუსული განწყობები გამოიწვია, რომელიც ადრე არ იყო.

 

თუ რუსეთის პრეზიდენტი დასკვნას გამოიტანს დონბასში 2014 წლის ზაფხულში ჩადენილი შეცდომის გათვალისწინებით, მაშინ იგი თავს შეიკავებს ბელარუსში სამხედრო ცარევისაგან. იგი სთხოვს თავის ძალოვან სტრუქტურებს, რომ დაარწმუნონ ბელარუსელი კოლეგები იმაში, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო რბილად გადააყენონ პოსტიდან. ეკონომიკური პრობლემების კვალობაზე მოსკოვს ახლა სასიცოცხლო ჰაერივით ჭირდება საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, თუ კრემლი 1968 წელს მომხდარ ლეონიდ ბრეჟნევისეულ პრაღის მოვლენებს გაიმეორებს, ამით მისი ავტორიტეტი არ ამაღლდება. ვლადიმერ პუტინი ახლა იმით არის დაინტერესებული, რომ მაქსმალურად ეფექტურად წარმოაჩინოს კრემლის ახალი მშვიდობიანი იარაღი - კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა“, - წერს ავტორი „ლე ფიგარო“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

წყარო: https://www.lefigaro.fr/vox/politique/renaud-girard-la-ligne-rouge-de-la-revolution-bielorusse-20200817

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 481 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.