ვინ არის ალექსეი ნავალნი

უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უნიან“-მა («УНИАН») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვინ არის ალექსეი ნავალნი“, რომელშიც ცნობილი რუსი ოპოზიციონერის პოლიტიკური პორტრეტის ზოგიერთი შტრიხია გადმოცემული. მასალაში საუბარია ალექსეი ნავალნის შეხედულებებზე საქართველოს მიმართაც (ავტორი - ირინა შევჩენკო).

 

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

 

„ბოლო დღეებში მსოფლიო საზოგადოებამ, უცხოეთის სახელმწიფოების ლიდერებმა „კოვიდ-19“-ის პანდემია დროებით დაივიწყეს და ყველა რუსი „ოპოზიციონერის“ ალექსეი ნავალნის მდგომარეობის გამო შეშფოთდა. ამჟამად იგი ბერლინის კლინიკაში მკურნალობს და მის სიმშვიდეს გერმანიის პოლიცია დარაჯობს.

 

უკრაინაში მის შესახებ ბევრმა მხოლოდ ის იცის, რომ იგი თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეა, რომ მან რუსეთში კორუფციასთან ბრძოლის ფონდი დაარსა და ამ სფეროში თავისი ჯგუფით გარკვეულ გამოკვლვებს აწარმოებს. თუმცა რაღაც-რაღაცეებს თუ გავიხსენებთ, მასზე უფრო მეტის თქმა შეიძლება.

 

ალექსეი ნავალნის უკრაინული ფესვები აქვს (მამამისი ჩენრობილის/ივანკოვსკის რაიონშია დაბადებული), უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო (1998 წელს დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის იურიდიული ინსტიტუტი), შემდეგ კი ნახევარწლიანი პროგრამით იელის (აშშ) უნივერსიტეტში სწავლობდა. რაც შეეხება შრომით საქმიანობას: სხვადასხვა დროს დაკავებული იყო ბიზნესით, ფლობდა კომპანიების აქციებს, იყო ადვიკატი, ბლოგერი... ათი წლის წინათ ალექსეი ნავალნიმ პირველად უწოდა მმართველ პარტია „ედინაია როსსიას“ „თაღლითებისა და ქურდების პარტია“. დღეს ალექსეი ნავალნი პოპულარული იუთუბ-არხების - „ალექსეი ნავალნის“ და „ნავალნი ლაივის“ ავტორია.

 

უკრაინაში ბევრი თვლის, რომ ალექსეი ნავალნი რუსი ლიბერალია, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ იგი ადრე პარტია „იაბლოკოს“ წევრი იყო და იქიდან გააძევეს... პარტიისათვის პოლიტიკური ზიანის მიყენების გამო, კერძოდ, „ნაციონალისტური საქმიანობისათვის“. მოგვიანებით მან დააარსა ნაციონალურ-დემოკრატიული მოძრაობა „ხალხი“, იღებდა აქტიურ მონაწილეობას ნაციონალისტური მოძრაობის „რუსული მარშის“ მსვლელობებში.

 

როცა რუსეთის ჯარებმა საქართველოს შეუტიეს, ალექსეი ნავალნიმ რუსეთის მხარე დაიკავა. მან თავის ბლოგში ქართველებს («Грузин») „მღრღნელები“ («грызуны») უწოდა და რუსეთის ხელისუფლებას მიმართა აქტიურად დახმარებოდა სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით. ალექსეი ნავალნის იმდროინდელი განცხადებით, „რუსეთმა საქართველოს სრული ბლოკადა უნდა დაუწესოს და საქართველოს ყველა მოქალაქე რუსეთიდან უნდა გააძევოს“.

 

ალექსეი ნავალნის ნაციონალისტური შეხედულებები და საქმიანობა ფართო დისკუსიას იწვევდა ლიბერალურ ინტელიგენციას შორის, როცა 2013 წელს მან თავისი თავი მოსკოვის მერის კანდიდატად წამოაყენა.. სხვათა შორის, სწორედ იმ დროს ჰკითხეს მას  ზემოთხსენებული ბლოგის შესახებ, რაზედაც მან უპასუხა: „დიახ, ქართველებს „გრიზუნები“ ვუწოდე ჩემს პოსტში ომის შესახებ, ეს კარგად არ გამომივიდა და ამაზე ვნანობ, მაგრამ ყველა დანარჩენს, რაც მაშინ დავწერე, დღესაც ხელს ვაწერ“ (ანუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, საქართველოს ბლოკადაზე და მოქალაქეების გაძევებაზე თავისი აზრი არ შეუცვლია).

 

წყარო: https://www.unian.net/world/navalnyy-kto-takoy-navalnyy-chto-govorit-ob-ukraine-i-voyne-s-rossiey-novosti-mira-11121437.html

 

მოამზადა სიმონ  კილაძემ

წაკითხვა 901 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.