როგორი იქნება ევროპული სახლი ბელარუსისათვის

გერმანული გამოცემა „ჰეისე“ Heise») აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორი იქნება ევროპული სახლი ბელარუსისათვის: პერსპექტივა“, რომელშიც საუბარია ბელარუსის „მომავალ ბედზე“ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ელიტა ხელმძღვანელობიდან გადადგება (ავტორი - ჰერალდ ნოიბერი).

 

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დღეს ბელარუსისათვის ორი ძალა იბრძვის - დასავლეტი და აღმოსავლეთი. დასავლეთი - ეს ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკაა, რომლებმაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს უკრაინულ და ქართულ რევოლუციებს, აღმოსავლეთს კი რუსეთი წარმოადგენს, რომელსაც, ზოგადად, მსგავსი რევოლუციების შედეგები არ მოსწონს, ვთქვათ, საქართველოში, უკრაინაში და ახლა ბელარუსის პროტესტების მიმართაც იგივე განწყობას ამჟღავნებს.

 

სტატიაში განხილულია უკრაინის მდგომარეობა „მაიდნის“ შემდეგ: „დასავლეთი კიევს ევროპული საერთო სახლის სიკეთეს პირდებოდა, მაგრამ ამ სახლის რომელ ოთხაში ცხოვრობს უკრაინა? ევრომაიდნის შემდეგ 6 წელი გავიდა, მაგრამ უკრაინა ისევ რარიბია, ისევ კორუფციაა გამეფებული, ისევ გრძელდება დონბასის ტერიტორიული კონფლიქტი, მოხდა ყირიმის ანექსია... ევროკავშირის ყველა მცდელობა, გამარჯვება მოეპოვებინა უკრაინელ ოლიგარქებზე და ნათლიმამებზე, ჩაიფუშა.

 

უკრაინა ოდნავაც კი ვერ მიუახლოვდა ევროკავშირს ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად, მაგრამ გაწყვიტა ისტორიული კავშირები რუსეთთან, რომელთანაც ვაჭრობა 38 მილიარდი დოლარიდან (2013 წელს) 11 მილიარდამდე დაეცა (2019 წელს). იმავდროულად ვერ შესრულდა მიზანი, რომელიც ევროკავშირთან 44 მილიარდიან ვაჭრობას ითვალისწინებდა.

 

დღეს უკრაინა ევროკავშირს მხოლოდ იაფი მუშახელით ამარაგებს. ისიც ფაქტია, რომ ძალიან ბევრი უკრაინელი ქალი დასავლელი უშვილო წყვილებისათვის სუროგატული დედები ხდებიან. იუნისეფის პროგნოზით, უკრაინაში სიღარიბის დონე მალე 50%-იან ზღვარს გადალახავს.

 

პუბლიკაციის ავტორი საქართველოს მაგალითზეც მსჯელობს:

 

„ევროპული შებრუნების“ შემდეგ საქართველოშიც არ განხორციელებულა დაპირებები მოსახლეობის კეთილდღეობის სწრაფი ზრდისა და ეკონომიკური აღმასვლის თაობაზე. საერთოდ, ამ ქვეყნის თავზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდი უბედურება დატრიალდა: ერთბაშად ორმა კონფლიქტმა და სამოქალაქო ომმა იფეთქა, რასაც უმძიმესი ეკონომიკური დაცემა და სტაგნაცია მოჰყვა. 1995-97 წლებისათვის ეკონომიკის დონე, საბჭოთა დროინდელთან შედარებით, მხოლოდ 30% დარჩა. დღეს სიტუაცია მეტ-ნაკლებად შედარებით გაუმჯობესებულია, მაგრამ მოსახლეობის 19%-ზე მეტი, განსაკუთრებით სოფლებში, მაინც უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.

 

ის, თუ რამდენად მოწყვლადია საქართველოს ეკონომიკური დონე, ნათლად დაადასტურა კორონაკრიზისმა: „კოვიდ-19“-ის პანდემიამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ტურიზმს, რომელზეც ქართული ეკონომიკა იყო ორიენტირებული. არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ [ქართული მწარე რეალობა] გერმანიაში მცხოვრებ ქართველი მწერლის იუნონა გურულის შემოქმედებაშიც არის ასახული“, - წერს სტატიის ავტორი.

 

წყარო: https://www.heise.de/tp/features/Welches-Haus-fuer-Belarus-4874484.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 484 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.