უცხოური პრესა: კიდევ სად შეიძლება დაიწყოს საომარი მოქმედებები

რუსული გაზეთის „კომსომოლსკაია პრავდას“ («Комсомольская правда») დღევანდელ, 15 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კიდევ სად შეიძლება ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე ომი გაჩაღდეს“ (ავტორი - იგორ ემელიანოვი), რომელშიც საუბარია იმ ქვეყნებსა და რეგიონებზე, სადაც შესაძლოა, ყარაბაღის მსგავსად, საომარი მოქმედებები დაიწყოს - მოლდოვაში (დნესტრისპირეთში), უკრაინაში (დონბასში), ყირგიზეთში (ოშის ოლქში), აგრეთვე სამხრეთ კავკასიაში - საქართველოში (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში).

მასალაში მიმოხილულია საქართველოში 1990-1993 წლებში მიმდინარე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტის, აგრეთვე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები. ავტორი ესაუბრება „უახლესი პერიოდის სახელმწიფოების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის“ დირექტორს ალექსი მარტინოვს, რომელიც დარწმუნებულია - საქართველოში ახალი ომის დაწყების წინამძღვრები არ არსებობს: „სანამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული, მანამ კონფლიქტი არ იქნება“, - ამბობს პოლიტოლოგი.

- ვთქვათ და საქართველო მაინც გახდება ნატოს წევრი, საითაც თბილისი ისწრაფვის?

- ნატოს წესდება არ ითვალისწინებს ისეთი ქვეყნების გაწევრიანებას, რომლესაც მოუგვარებელი ტერიტორიული საკითხები და პრეტენზიები აქვთ. საქართველო რომ ნატოს წევრი გახდეს, მას მოუწევს დღევანდელ სტატუს-ქვოს დათანხმდეს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველო ნატოს ზღურბლს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუახლოვდება, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

- ანუ ომი რომ არ განახლდეს მთავრი ფაქტორი ისაა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ბაზები არსებობს?

- დიახ, ეს ჩვენს პასუხისმგებლობაში შედის - ვიზრუნოთ იმ ხალხების ბედზე, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ცხოვრობენ. ეს ისტორიული პასუხისმგებლობაა და მას ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაცნობიერებთ. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის  აღიარება და სამხედრო ბაზების განთავსება  - ყველაზე რეალურ გარანტიას წარმოადგენს იმისთვის, რომ მათ საზღვრებზე, საქართველოსთან, სამხედრო მოქმედებები არ დაიწყოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.kp.ru/daily/217195.3/4302768/

წაკითხვა 635 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.