სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ პრემიერი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.
ეფექტური ვაქცინის შექმნამდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს.
ღარიბები პირველები უნდა იყვნენ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, მაიკ რაიანის განცხადებით, მსოფლიოში COVID-19-ის ეფექტური ვაქცინის გლობალურ გავრცელებამდე, შესაძლოა კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორ მილიონამდე გაიზარდოს.
უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, ამასთან კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ჰელსინკის აეროპორტში ძაღლები მგზავრებს კორონავირუსზე სუნით შეამოწმებენ.