აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე – ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ისრაელის მისამართით საპასუხო ზომებზეც საუბრობენ.
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა მისივე თქმით, აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების მეთაური, მოჰამედ ბაყერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, BBC ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკაში დიდთოვლობის გამო სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა.
“მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“: ფრანკონიელ მამაკაცს გერმანიის სასამართლომ ანალენა ბერბოკისთვის მიყენებული ამ შეურაცხყოფისთვის 9600 ევროს გადახდა დააკისრა.
მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.