ერაყის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის დროს დარტყმა მიაყენეს ორ ავტომანქანას, რომლებიც ეკუთვნოდა პროირანულ გასამხედროებულ დაჯგუფება შიიტურ "ჰაშდ შააბის".
აშშ-მა საჰაერო დარტყმით მოკლა ირანის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური, რაც კონფლიქტის გამწვავებას ნიშნავს და, ანალიტიკოსთა აზრით, შეიძლება რეგიონში მეტ ძალადობას შეუწყოს ხელი.
ამერიკელმა სამხედროებმა, ბაღდადში, საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ირანელი გენერალი, ქასემ სულეიმანი მოკლეს.
ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს გაგზავნის.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ქასემ სულეიმანის ლიკვიდაცია იმის გამო მოხდა, რომ ირანთან „ომი შეჩერებულიყო“ და არა დაწყებულიყო. მისივე თქმით, მას არ სურს ომი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი.