ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 54 771 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 032 913-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის“ უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ახალ და სახიფათო ეტაპზეა.
გერმანიაში, გიუტერსლოჰში, კორონავირუსი ხორცის დამამუშავებელი ერთ-ერთი საწარმოს 650-ზე მეტ თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იტალიელი მეცნიერების ახალი კვლევა აჩვენებს, რომ კორონავირუსი ქვეყანაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში ცირკულირებდა.
“აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი საკუთარ წიგნში, სახელწოდებით “ოთახი, სადაც ეს მოხდა”, დონალდ ტრამპს საზოგადოებისთვის განსაცვიფრებელ ბრალდებებს უყენებს, რაზედაც აშშ-ს პრეზიდენტმა საპასუხოდ ყოფილ მრჩეველს ბრალი კანონდარღვევაში დასდო, მატყუარა და თეთრ სახლში ყველასთვის საზიზღარი პიროვნება უწოდა.
კომპანია „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ის წინასაარჩევნო რეკლამები და პოსტები წაშალა, რომლებსაც თან ახლდა ამობრუნებული წითელი სამკუთხედი - სიმბოლო, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ,– ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.