დეკემბერი 25 2021 წაკითხვა 283 ჯერ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 10 000-ზე მეტი სამხედრო დაბრუნდება მათ მუდმივ ბაზაში, რომელიც უკრაინის საზღვართან არის განლაგებული.

დეკემბერი 23 2021 წაკითხვა 343 ჯერ

ჩვენ კი არ ვემუქრებით ვინმეს, ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს, დაუყოვნებლივ და ახლავე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„აშკარაა, რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის სტაბილურობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ მონაკვეთზე, ამ მიმართულებაზე, ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება. ამიტომ ყოველგვარი ეშმაკობების გარეშე, პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით არანაირი სვლა აღარ უნდა მოხდეს. ბურთი მათ მხარეს არის, მათ რამე უნდა გვიპასუხონ. ამასთან დაკავშირებით, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ზოგადად, ვხედავთ ჯერჯერობთ დადებით რეაქციას. ამერიკელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მზად არიან ამ მოლაპარაკებებისთვის წლის დასაწყისში ჟენევაში. მოლაპარაკებებზე წარმომადგენლები ორივე მხრიდან დანიშნულები არიან. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია სწორედ ამ გზით განვითარდება. ჩვენი მოქმედებები დამოკიდებული იქნება არა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, არამედ დღეს და ისტორიული პერსპექტივით რუსეთის უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფაზე“,- განაცხადა პუტინმა.

 

მისივე თქმით, ნატო-ს აღმოსავლეთით მოძრაობის გაგრძელება მიუღებელია.

 

„ჩვენ მკაფიოდ და ნათლად მივანიშნეთ, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით მოძრაობის გაგრძელება მიუღებელია. რა არის აქ გაუგებარი? ჩვენ დავაყენეთ რაკეტები აშშ-ის საზღვრებთან? არა, ეს აშშ თავისი რაკეტებით მოვიდა ჩვენს სახლთან, უკვე ჩვენი სახლის ზღურბლზე იმყოფებიან. ნუთუ ეს არის რამე გადაჭარბებული მოთხოვნა, აღარ დააყენონ არანაირი დარტყმითი სისტემები ჩვენ სახლთან? რა არის აქ უჩვეულო? როგორი დამოკიდებულება ექნებათ ამერიკელებს, ჩვენ რომ აშშ-სა და კანადის, ან აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე ჩვენი რაკეტები განგვეთავსებინა? რა, მექსიკა და აშშ-ს შორის არასდროს ყოფილა ტერიტორიული საკითხები? ვის ეკუთვნოდა ადრე კალიფორნია? ტეხასი? დაგავიწყდათ? კარგი ხომ, მიჩუმდა, არავის ახსენდება ეს ისე, როგორც ყირიმი ახსენდებათ. მშვენიერია. ვცდილობთ, არ გავიხსენოთ, თუ როგორ ყალიბდებოდა უკრაინა, ვინ შექმნა ის? ლენინმა, როდესაც საბჭოთა კავშირს ქმნიდა. თუმცა დავანებოთ თავი ისტორიას, ახლა საქმე ეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

როგორც პუტინმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია არა მოლაპარაკებების მიმდინარეობა, არამედ მათი შედეგები.

 

„არაერთხელ მითქვამს, არც ერთი დიუიმით აღმოსავლეთით – გვითხრეს ჩვენ 90-იან წლებში. თავხედურად მოგვატყუეს. მოხდა ნატო-ს გაფართოების ხუთი ტალღა და ახლა უკვე რუმინეთში, პოლონეთში ჩნდება შესაბამისი სისტემები. ამაშია საქმე, ჩვენ კი არ ვემუქრებით ვინმეს. ჩვენ არ მივსულვართ აშშ-ის ან დიდი ბრიტანეთის საზღვრებთან. ჩვენთან მოვიდნენ. ახლა გვეუბნებიან, რომ უკრაინაც იქნება ნატო-ში, რაც ნიშნავს, რომ იქაც იქნება სისტემები. ამაშია საქმე. თქვენ კიდევ ჩემგან რაღაც გარანტიებს ითხოვთ. მე კი არა, თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები და თანაც დაუყოვნებლივ, ახლავე და არა ილაპარაკოთ ამაზე ათეულობით წელი“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დეკემბერი 23 2021 წაკითხვა 450 ჯერ

უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

დეკემბერი 21 2021 წაკითხვა 339 ჯერ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დეკემბერი 17 2021 წაკითხვა 285 ჯერ

G7-მა („დიდი შვიდეული“) კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონს" გლობალური ჯანდაცვისთვის "ყველაზე სერიოზული საფრთხე“ უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian G7-ის ჯანდაცვის მინისტრების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეკემბერი 15 2021 წაკითხვა 277 ჯერ

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 47 000-ზე მეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გვერდი 156 სულ 246
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.