რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა Аргументы и факты-სთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტის ცენტრში წინ მიიწევენ და ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. ამგვარად, ინსტიტუტის ანალიტიკოსები ადასტურებენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას ბახმუტის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვის შესახებ.
„რუსეთის განცხადება ბელორუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების განზრახვის შესახებ დასავლეთის დაშინების მცდელობაა, მაგრამ ნატო ფხიზლად დარჩება და კრემლის ხელმძღვანელობის ბირთვულ შანტაჟს არ აჰყვება“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა.
ჩვენ უნდა ვასწავლოთ აშშ-ს გაკვეთილი ამ არჩევნებზე, აშშ-ის ელჩისთვის პრეზიდენტის კარი დახურულია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის ვადიმ ჰუტსაიტის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს262 სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა.