სად უნდა უმკურნალონ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს და რატომ თანხმდება იგი მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას
"ციხის ადმინისტრაცია არ უნდა აყვეს პოპულისტურ გნცხადებებს და პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული, იმის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ადოკატების განხადებას ციხეში მოშიმშლე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჰოსპტალიზაციასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სად უნდა უმკურნალონ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს და რატომ თანხმდება იგი მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას.
"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჰოსპიტალიზაციის საკითხი 3-4 დღეში დადგება. სააკაშვილის პოზიცია ჰოსპიტლიზაიასთან დაკავშირებით კი ცნობილია - იგი შიმშილობის დაწყების პირველივე დღიდანვე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის უკიდურესად გაურესების შემთხვევაშიც უარს ამბობს დახმარებაზე. თუმცა, სააკაშვილის კიდევ ერთი ადოკატი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მისი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად თუ აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში ან საავადმყოში მოთავსება, ამ თვალსაზრისით წინაამდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება. ამასთან, საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე და ციხის საავადმყოფოში მოათავსონ, რადგან მმართველ გუნდს ყოფილი პრეზიდენტის საჯაროდ გამოჩენის ეშინია”, - აღნიშნავს გამოცემა.
"შიმშილობა ციხეში არის ჩვეულებრივი ამბავი და სააკაშვილი პირველი არ არის, ვინც ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაუარესდა, მას აღარავინ შეეკითხება როგორ იმოქმედონ. „ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა საშუალება, რომ შიმშილით გამოწვეულ გართულებებს უმკურნალოს. არის შემთხვევები, რომ მძიმე ოპერაციაა საჭირო და შეიძლება პატიმარს ეს მძიმე ოპერაცია ვერ ჩაუტარდეს ციხის საავადმყოფოში, მაგრამ სააკაშვილს ოპერაცია არ სჭირდება, ის მხოლოდ შიმშილობს. ასე რომ, ციხის საავადმყოფოს აქვს სრული იურიდიული უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს. „დავუშვათ და კერძო კლინიკაში ვინმე შევიდა ვირუსიანი, ან ვერ მოხერხდა მისი სათანადოდ დაცვა - ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი მის ჯანმრთველობაზე და უსაფრთხოებაზე არის ხელისუფლება. ამიტომ, ციხის ადმინისტრაცია არ უნდა აჰყვეს პოპულისტურ განცხადებებს და პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული, ისე უნდა მოიქცეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"