"არაა გამორიცხული, რომ ენმ გაიყოს და მელიამ თანაგუნდელებთან ახალი პარტია შექმნას"

"ენმ-ეს გაყოფას ვხედავ, მაგრამ არა მგონია, რომ მელია ორნახევარ პროცენტიან "ლელოში" გადაბარგდეს, მამუკა ხაზარაძე ლიდერობას არანაირად არ დაუთმობს, პოლიტიკური პრაგმატული გათვლით რომ შევხედოთ, წესით, მან თავის თანაგუნდელ მხარდამჭერებთან ერთად ახალი პარტია უნდა შექმნას - ამის შესახებ "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ისაუბრა”, - წერ გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "არაა გამორიცხული, რომ ენმ გაიყოს და მელიამ თანაგუნდელებთან ახალი პარტია შექმნას - აბაშიძე".

"ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს დეკემბერში "საერთო ეროვნული აქციის" გამართვისკენ მოუწოდებს, ასევე საზოგადოებას სთხოვს, რომ 29 ნოემბერს მისი პროცესისას სასამართლოს შენობასთან შეიკრიბონ. აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ ენმ-ის ხელმძღვანელობა და პოლიტსაბჭო შეიცვალოს, რადგან უკვე ნიკა მელიას საჯარო გაკიცხვა დაიწყეს. "ვერანაირ ლოგიკურ გაგრძელებას ვერ ვხედავ იმაში, რომ ენმ-მ თუნდაც საკუთარი მხარდამჭერების მასობრივი მობილიზაცია მოახდინოს. თავად "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები არ არიან მომხრენი იმისა, რომ ქუჩაში იყოს დესტრუქცია, გადატრიალებები თუ ე.წ. რევოლუციები. "ნამცოძრაობის" მხარდამჭერების ძირითადი ბირთვი არჩევნებზე ხმას საკუთარ პარტიას აძლევს, მაგრამ მათი ერთი მესამედიც კი დესტრუქციის მოსაწყობად ქუჩაში არ გამოდის. ამავე დროს, პარტიის შიგნით ძალიან დიდი პრობლემებია, ვხედავთ, რომ უკვე ნიკა მელიას საჯარო გაკიცხვა დაიწყეს, თუნდაც ქალბატონმა გიული ალასანიამ და სხვებმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"არაა გამორიცხული, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ხელმძღვანელობა და პოლიტსაბჭო შეიცვალოს, ის ახალი სახეები შეიცვალოს, რომლებიც მელიამ მოიყვანა და რომელთა სიტყვასაც არც პარტიაში და არც საჯარო პოლიტიკაში არანაირი ფასი არ აქვს. სააკაშვილის მორიგი სასოწარკვეთილი წერილი არაფერს ნიშნავს იმ მხრივ, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე რამე კარდინალურად შეიცვლება. "სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციურ ველზე ჯერჯერობით ენმ დომინირებს, იქიდან გამომდინარე, რომ რესურსები და ფინანსები ბევრი აქვს და არ ისმის პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიების ხმები, რომლებსაც კოსტრუქციული კონტრარგუმენტები და წინადადებები აქვთ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაც ქართულ საზოგადოებას ნამდვილად აწუხებს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ჩემი აზრით, ნიკანორ მელიას გადადგომის საკითხი დროის მომენტია და საჭირო პერიოდში და ვადებში მას გადააყენებენ, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ანომალიაა ის, რომ არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქე მთავარ ოპოზიციურ პარტიას კარნახობს, როგორ მოიქცეს. მაგალითად, გერმანიის მოქალაქე საფრანგეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ვერანაირად ვერ ჩაერევა, თუმცა საქართველოში იქიდან გამომდინარე, რომ ზედმეტად ჭარბი დემოკრატია გვაქვს, ასეთი ანომალიური პროცესები ხდება. "ენმ-ის გაყოფას ვხედავ, მაგრამ არა მგონია, რომ მელია ორნახევარპროცენტიან "ლელოში" გადაბარგდეს, მამუკა ხაზარაძე ლიდერობას არანაირად არ დაუთმობს, პოლიტიკური პრაგმატული გათვლით რომ შევხედოთ, წესით, მან თავის თანაგუნდელ მხარდამჭერებთან ერთად ახალი პარტია უნდა შექმნას, როგორც ხოშტარიამ, ეს მართლაც დროის ამბავია, ნიკა მელია ენმ-იდან როდის წავა," - განაცხადა აბაშიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 426 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 27 2021

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.