,,არაფერს ნიშნავს ჩემთვის, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას არა - ამ ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია რა იყო, შეგიძლიათ მითხრათ?"- კახა კალაძე
არაფერს ნიშნავს ჩემთვის, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას - არა, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის მიერ „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას.
კალაძის შეფასებით, აღნიშნული კომპანიების დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა.
„დეზინფორმაცია რა იყო, რომელიც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს? შეგიძლიათ მითხრათ? არაფერს ნიშნავს ეს ჩემთვის, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას - არა. წლების წინ, მახსოვს, როცა უცხოელი ბიუროკრატი რამეს იტყოდა საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ უნდა სისულელე ეთქვა, ეს იყო სრული ჭეშმარიტება, ეს დამოკიდებულება იყო. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში, ქვეყნის შიგნითაც, მსოფლიოშიც, ხედავთ რა პროცესებიც მიდის. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს... დაგისვით შეკითხვა და ვერ გამეცით პასუხი. მითხარით ერთი კონკრეტული მაგალითი, რა იყო გავრცელებული არასწორად, სიცრუე და ა.შ.?
ეს დამოკიდებულება ზოგადად, ქვეყანასთან მიმართებით, არ არის პირველი შემთხვევა, ეს არასამართლიანი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ყველა ქვეყანას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსაც პატივს ვცემთ, მაგრამ პატივი უნდა სცენ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს. ვიღაც შეიძლება უფრო დიდი ქვეყანა იყოს, უფრო დიდი ეკონომიკით იყოს, მაგრამ უფლება არ აქვს, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერიოს. რაც გაჟღერდა „იმედთან“ და „პოსტივისთან“ დაკავშირებით, ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება. რომ ჩავიდეთ და ვიკითხოთ ძირეულად, რა არის პრობლემა, რატომ აღნიშნული ტელევიზიები? პასუხი არ არსებობს, არ არსებობს არგუმენტი...რა შეთქმულების თეორიები, მოუსმინეთ განცხადებებს და ნახეთ, რა პროცესები მიდის, რა შეთქმულების თეორიებს ეძებთ? პირდაპირ საუბრობენ, რაც სამწუხროდ, დღეს ხდება უკრაინაში, მსოფლიოში, როგორ წარიმართა ეს პროცესები და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.
სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.
სიახლეები
- ,რას ნიშნავს „იმედის“ დასანქცირება: ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ დაასუბსიდირებს ივანიშვილი, ვერ გადარიცხავენ უცხოეთში ფულს, მათ შორის სატელიტის მომსახურებისათვის"- რომან გოცირიძე
- ,,სანქციებისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ და სტატისტიკა რომ აიღოთ, ევროკავშირმა რუსეთთან ნავთობპროდუქტების ექსპორტში ვაჭრობაში რეკორდები მოხსნა” – ირაკლი ზარქუა
- თბილისის აეროპორტმა ACI-ის 5 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
- ლარის კურსი
- მექსიკის ერთ-ერთი ციხიდან 23 პატიმარი გაიქცა
