ითხოვს თუ არა ოპოზიცია რამდენიმე ადგილს ახალ მთავრობაში და ვინ უნდა წავიდეს დათმობაზე

“ოპოზიციის მხრიდან განცხადებები, რომ ხელისუფლებამ გარკვეული თანამდებობები უნდა დათმოს, გაუგებარია. რეალურად ჯერ უნდა შევიდნენ პარლამენტში და შემდეგ პოლიტიკური კამათით გადაწყვიტონ ვინ რას დათმობს. ერთ-ერთი ძირითადი დავა ხომ ბიულეტენების ხელახალი გადათვლის საკითხი იყო?

ვინაიდან ცესკომ ოპოზიციის საჩივრები არ დააკმაყოფილა, შეიძლება ხელისუფლებამ უფრო გაზარდოს ბიულეტენების გადათვლის არეალი. თუმცა არჩევნების ხელახალი ჩატარების საკითხი ან სხვა მოთხოვნები არარეალურია, თუკი შესაბამისი არგუმენტებით არ იქნება დადასტურებული ამის აუცილებლობა”, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების საკითხს და ოპოზიციის მოთხოვნებს, რომ “ქართული ოცნება” დათმობებზე უნდა წავიდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ითხოვს თუ არა ოპოზიცია რამდენიმე ადგილს ახალ მთავრობაში და ვინ უნდა წავიდეს დათმობაზე.

 

“ერთ-ერთი ძირითადი დავა იყო ბიულეტენების ხელახალი გადათვლის საკითხი. ვინაიდან ცესკომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის საჩივრები. შეიძლება მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გაიზარდოს ბიულეტენების გადათვლის არეალი. აქამდე თუ იყო გასაჩივრებულ დოკუმენტებზე გადათვლა, ახლა შეიძლება დადგეს საკითხი, რომ მთლიანად გადაითვალოს მთელი საარჩევნო ბიულეტენები. ყოველი შემთხვევისთვის ის, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, თამარ ჟვანია შეიცვალოს, ან ის ვინმემ ჩაანაცვლოს და ეს გადაწყდეს უკმაყოფილოთა განცხადებების საფუძველზე, დასაბუთებული არგუმენტების გარეშე ეს ალბათ დაუშვებელია, რადგან ეს სერიოზული პროცესია. სასამართლო რომ სასამართლოა, იქაც საბუთებია საჭირო. ლინჩის წესი ხომ სასამართლოსგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ არა საბუთებისა და არგუმენტების, არამედ ქუჩაში თავმოყრილი ადამიანების განწყობის საფუძველზე. ქუჩაში მყოფი ადამიანების განწყობით ლინჩის წესით წყდება საკითხები და ჩვენ ხომ გვინდა პოლიტიკური პროცესები ლინჩის წესის პრინციპით არ წავიდეს? ვფიქრობ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია და ამას არც ხელისუფლება არ დაუშვებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“იგი “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ლევან კობერიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ხელისუფლებას ოპოზიციისათვის მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ადგილის დათმობისკენ მოუწოდებს. “ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ მას პოლიტიკური ფასი აქვს გადასახდელი იმისთვის, რაც გააკეთა. მარტივად, რომ ვთქვათ ხელისუფლებამ მინისტრთა კაბინეტში უნდა დათმოს პორტფელები ოპოზიციის სასარგებლოდ - ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის თემაა”, - განაცხადა კობერიძემ. საყვარელიძის თქმით ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან მსგავსი განცხადებები გაუგებარია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ოპოზიციის მხრიდან განცხადებები, რომ ხელისუფლებამ გარკვეული თანამდებობები დათმოს, ნამდვილად გაუგებარია. რეალურად ჯერ უნდა შევიდნენ პარლამენტში და შემდეგ გადაწყვიტონ ერთმანეთში პოლიტიკური კამათით ვინ რას თმობს. რას ნიშნავს დათმოს მინისტრთა კაბინეტი?! ისევ ქუჩიდან გვინდა გადაწყდეს პრობლემა საპროტესტო ზეწოლის ხარჯზე და ვერ ვიაზრებთ, რომ საპროტესტო ზეწოლა არ არის საუკეთესო გამოსავალი სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის. ამას გვკარნახობს კანონი და მივყვეთ ამ კანონს ბოლომდე. რომელი პოლიტიკური ძალის უკანაც არის კანონის უგულებელყოფა, ის უნდა წავიდეს დათმობაზე. ხელისუფლებას თუ შევამჩნევთ, რომ მისი მხრიდან კანონი უგულებელყოფილია და ამას დავამტკიცებთ, ხელისუფლებამ უნდა დათმოს. თუ ოპოზიცია დაარღვევს კანონს, მაშინ მას მოუწევს დათმობებზე წასვლა”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

წაკითხვა 662 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.