ამერიკის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოს საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი Cessna 550. კატასტროფა, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, 22 მაისს მოხდა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში, ასევე უცხოელი ოფიციალური პირების მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში წაუყენეს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსმა შვილმა, კატარში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ერთ დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, უვიზო რეჟიმი გაუუქმა ევროკავშირის წევრმა ლიეტუვამაც.