"მოქალაქე, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, მკვლელობის სამიზნეების დაგეგმვისას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებზე ეძებდა ინფორმაციას ეძებდა", - ამის შესახებ FBI აცხადებს. თომას კრუკსი აშშ-ს საიდუმლო სამსახურის სნაიპერებმა მას შემდეგ მოკლეს, რაც მან ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ტყვია ტრამპს ყურთან მოხვდა და მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
ჩვენ შევინარჩუნეთ ერთიანობა ევროპაში და ერთად ვმოქმედებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს - მან ვერ შეძლო ევროპაში განხეთქილების შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მკვლელობის მცდელობის შემდეგ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის კონტაქტი არ ყოფილა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, მე ამის არ მეშინია , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
კატეგორიულად ვგმობ მკვლელობის მცდელობას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ბატონ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. გულწრფელად ვუგზავნი საუკეთესო სურვილებს ბატონ ტრამპს, მის ოჯახსა და ახლობლებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.
მადლობა ყველას გუშინდელი ფიქრებისთვის და ლოცვებისთვის, მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.