February 4, 2026

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა.

 პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მათი საჩივარი, რომლის თანახმადაც, ისინი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვდნენ.

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს, რომელსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 30 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 29 იანვარს გადააყენეს, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე გამოძიების გამო.

გამოძიების ცნობით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პოლიციელი მომხდარის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველზე ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი განსაზღვრავს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაკითხვა 110 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.