„ისე, კითხვა მაქვს, თუ ყაველაშვილის მიერ ამ განცხადებას არ იღებენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს ხომ არ იციან ნეტავ? პრეზიდენტი ნიშნავს,“- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
საინტერესო იყო, – ასე ეხმიანება ბიზნესმენი თემურ ჭყონია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ მსჯავრდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას ეხმაურება.
აშშ-ის ტეხასის შტატში წყალდიდობამ, სულ ცოტა, 24 ადამიანი შეიწირა. გოგოების საზაფხულო ბანაკის [Camp Mystic] ტერიტორიაზე ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 23-25 ადამიანი. საერთაშორისო მედიის ცნობით, 230-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ მან შუამავლებს დადებითი პასუხი გადასცა მძევლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს რუსულ სახელმწიფო მედიაში და ოფიციალურ პირებს შორის სომხეთის ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებების თაობაზე ნოტა გადასცა.
დღეს, 2025 წლის 4 ივლისს ჭიათურაში უწყლოდ მოშიმშილე ორივე მაღაროელს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7191 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7195 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0004 ლარი შეადგინა.
