უკრაინული მხარე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
უკრაინაში გაითხრის პუტინი სამარეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე წერს.
ჯარები და სამხედრო მანქანები უკრაინაში ბელარუსის საზღვრიდან შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მხარე არ ადასტურებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 918 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 206 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.9%.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ის. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.
სანქციებს, რომლებიც მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთს, უკრაინის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო დაუწესეს, არასაკმარისად მიიჩნევს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობა", უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, სხვადასხვა მძიმე პროვოკაციას გეგმავს, რაც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული, რუსული სცენარის ნაწილია," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
