საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 2.9544 ლარი ეღირება, ევრო – 3.3801 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0079 ლარი.
გელათის მონასტერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით მომუშავე საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებულ კვლევებს, მათ მიერ შერჩეულ მეთოდოლოგიასა და ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს ICOMOS-ი (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) დადებით შეფასებას აძლევს, – საერთაშორისო საბჭოს მიერ სამინისტროსთვის გამოგზავნილი ანგარიშის დეტალებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც გამოცემა Inside the Games იტყობინება, 15 წლის კამილა ვალიევამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა. ვალიევამ ოლიმპიადის ისტორიაში ქალ სპორტსმენებს შორის პირველმა შეასრულა ოთხმაგი ბრუნი.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა თუკი საკმარისი რაოდენობის მოქალაქეები აიცრებიან, კოვიდშეზღუდვები, შესაძლოა, მალე წარსულში დარჩეს.
უნგრეთი, უკრაინის კრიზისის გამო მიმდინარე მანევრების ფარგლებში, თავის მიწაზე ნატო-ს დამატებით ჯარისკაცებს არ მიიღებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ევრონიუსს“ განუცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 943 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 449 PCR ტესტით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი ოთარ შამუგიამ შეცვალა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა.
ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი აქვეყნებს რეკომენდაციებს პოსტ-კოვიდური მდგომარეობის თვით-მართვის შესახებ, რომელიც განკუთვნილია COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი მოზრდილებისთვის. ბროშურით სარგებლობა შეუძლიათ როგორც პირებს, რომლებიც გადიან ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პერიოდს, ასევე, გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც არ დასჭირვებიათ ჰოსპიტალში მკურნალობა. ექიმებისგან მიღებულ სამედიცინო დახმარებასთან ერთად, ბროშურა ადამიანებს დამატებითი ინფორმაციის მიღებასა და ზრუნვის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ეს არის მეორე გამოცემა იმ ბროშურისა, რომელიც თავდაპირველად 2020 წლის შუა პერიოდში გამოიცა და რამდენიმე განახლებულ განყოფილებასა და ახალ თემას მოიცავს. იგი აერთიანებს იმ ინფორმაციას, რაც კოვიდ-მდგომარეობისა და მისგან გამოჯანმრთელების პროცესზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გახდა ცნობილი.
ბროშურა შედგენილია რეაბილიტაციის სპეციალისტების მიერ, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებთან კონსულტაციის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი წაკითხვის გამარტივების მიზნით ბროშურაში რეფერენციები (მტკიცებულებები) წარმოდგენილი არ არის, ყველა რეკომენდაცია მომზადებულია მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით პოსტ-კოვიდური მდგომარეობის შესახებ და ახალი მტკიცებულებები ძალიან სწრაფად იჩენს თავს.
COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები და სიმპტომები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ახლა უკვე მოხსენიებული როგორც პოსტ-კოვიდური მდგომარეობა, ასევე ცნობილი როგორც ხანგრძლივი კოვიდი ან პოსტ-კოვიდური სინდრომი. სიმპტომები, როგორც წესი უმჯობესდება დროთა განმავლობაში და ეს ბროშურა გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რეკომენდაციას ამ ზოგადი სიმპტომების თვითმართვისთვის. თუ სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება ან არ უმჯობესდება, აუცილებელია ჯანდაცვის სპეციალისტთან კონსულტაცია. შესაძლოა ბროშურას გაეცნოთ ეტაპობრივად, დაწყებული იმ სექციებით, სადაც საუბარია იმ სიმპტომებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ.
გარდა ამისა, ბროშურაში მოცემული რჩევები ექიმებმა შესაძლოა უშუალოდ თქვენს საჭიროებებს მოარგონ.ბროშურაში მოცემულმა რჩევამ არ უნდა ჩაანაცვლოს ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამა ან რეკომენდაცია, რომელიც უკვე გაგიწიათ ექიმმა.
თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები შესაძლოა გეხმარებოდნენ გამოჯანმრთელების პროცესში და სასარგებლო იქნება თუ ამ ბროშურას მათაც გაუზიარებთ.
