ნეიროოტოლოგი, პროფესორი ეკა ხარხელი მარი მალაზონიას გადაცემასთან საუბრისას ომიკრონის შესახებ ახალ და საინტერესო ინფორმაციას უზიარებს მაყურებელს და აღნიშნავს:
8 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსი იქნება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება ლარი 2.9480 გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9867 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0387 ლარი შეადგინა.
ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე, საქალაქო სასამართლოს შენობიდან კუპრაძის ქუჩის ხიდამდე, 8 თებერვლიდან 11 თებერვლამდე, დროებით შეწყდება ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 905 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 130 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.14%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის ცირკულაცია სერიოზულია და აქტიური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 210 000-ზე მეტია.
აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სრული შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის სულ მცირე 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული და საზღვარზე ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სხვადასხვა მედია საშუალებები აშშ-ის ორი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 362 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 531 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 36.47%.
