თბილისის მერია, როგორც სიმსივნური დაავადებების სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს.
ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი არის ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების( ე.წ. რეფინანსირების სესხები) მნიშვნელოვანი შემცირება ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მისი მოცულობა თითქმის ერთი მილიარდი ლარით შემცირდა-2,63 მილიარდი ლარიდან 1,64 მილიარდ ლარამდე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე წერს.
ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო - დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე, ამ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება რომ დავუშვი,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება.
შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა.
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა სასამართლოს სხდომიდან, რომელზეც განიხილება სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. სააკაშვილი ითხოვს მასთან შევიდნენ ექიმები. მისთვის მიცემული რამდენიმე წუთი მან ბრალდებულისთვის გამოყოფილი ადგილიდან ამ მიმართვისთვის გამოიყენა.
პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი შვილი, ზაზა მეჭიაური და ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი ავრცელებენ. როგორც ირკვევა პოლიტიკოსი კოვიდ 19-ს ებრძვის.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 73 821 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 15 575 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პლანეტის მასშტაბით როგორც ინფიცირების, ისე ლეტალობის მხრივ მიმდინარე კვირის ანგარიში შემაშფოთებელი აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად ევროპის ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში რეგულაციებს ამსუბუქებენ. ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს შესაძლოა დასაშვები იყოს იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის ტემპი მაღალია, თუმცა, მიიჩნევენ, რომ საქართველოს პირობებში “მწვანე პასპორტის” გაუქმება სწორი ნაბიჯი არ იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 3.0179 ლარი ეღირება, ევრო – 3.4042 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0880 ლარი.
ქუთაისის მერიაში "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022-ის" წარდგენა გაიმართა.
