დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის დღევანდელ საბჭოზე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის ახალი გეგმა განიხილეს - მისი თქმით, 2022 წლის გეგმის თანახმად განსაზღვრულია, რომ ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა იყოს ვაქცინირებული.
"აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს:
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ს უკრაინასთან ომში "ჩათრევის" მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან სამშაბათს ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს შეიარაღებული კონფლიქტი არ სურს.
2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 77 584 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 612 PCR ტესტით.
“ენდიაის”კვლევაში ნათლად ვხედავთ, რომ მოსახლეობა განწყობილია ნიჰილისტურად, არა აქვს მომავლის იმედი, დისტანცირებულია პოლიტიკოსებისგან, არ სჯერა, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეუძლია მათი პრობლემების გადაწყვეტა.
“ხელისუფლება და ოპოზიცია ვერა და ვერ შეთანხმდნენ უკრაინის მხარდასაჭერად მომზადებულ საპარლამენტო რეზოლუციის ტექსტზე და ამის პარალელურად “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (ენდიაი) გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
უკრაინას იარაღი თავდაცვისთვის სჭირდება და არა თავდასხმისთვის, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 3.0286 ლარი ეღირება, ევრო – 3.4250 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1031 ლარი.
განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია სოციალურ ქსელში უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
