ალექსანდრე ლუკაშენკომ ხალხს საერთაშორისო შეთქმულების გახსნა აუწყა

რუსული გაზეთის „ნეზავისიმაია გაზეტას“ («Независимая газета») დღევანდელ, 30 ივნისის ნომერში გამოქვეყნებული ანტონ ხოდასევიჩის მოწინავე სტატია რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობას ეხება და მასში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის - პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს („ბატკას“) თვალსაზრისია გადმოცემული.

 

პუბლიკაციაში, რომლის სათაურია „ალექსანდრე ლუკაშენკომ ხალხს საერთაშორისო შეთქმულების გახსნა აუწყა // ბელარუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვს მინსკი ძალიან სჭირდება“, გადმოცემულია ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის ამბები მინსკის ოლქის ჩინოვნიკებთან.  მან განაცხადა, რომ ბელარუსში არიან ძალები, რომლებიც საზღვაგარეთის მფარველობის ქვეშ არიან და რესპუბლიკის დესტაბილიზება სურთ. „მათი მიზანია არეულობის მოწყობა, საზოჰადოებაში დაპირისპირების შეტანა, შემდეგ ხდება ხელისუფლების სისტემის რღვევა, მაიდანი, უწესრიგობები და ბოლოს, უცხოეთის სახელმწიფოსადმი თხოვნა - დაგვეხმარეთო“, - ამბობს ალექსანდრე ლუკაშენკო. მისი თქმით, ყველა ამ დესტრუქციული ძალების ლიდერები ცნობილია და ზოგიერთი უკვე დაკავებულია.

 

პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთისათვის ბელარუსი მეტად აუცილებელ და საჭირო მეგობრულ ქვეყნას წარმოადგენს. ბოლო დროს მინსკსა და მოსკოვს შორის მომხდარი გაუგებრობები (უთანხმოებები) განპირობებულია რუსეთის წინაშე მდგარი საერთაშორისო პრობლემებით. „ჩვენს აღმოსავლეთ მეზობელთან სიტუაცია იმითაც რთულდება, რომ რუსეთში დღეს საკონსტიტუციო შესწორებების ხმის მიცემა მიმდინარეობს, რომლის ფონზე საშინაოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პრობლემებმა თავი წამოჰყვეს, რაც ნავთობზე და გაზზე - ენერგოშემცველებზე ფასების დაცემითაა გამოწვეული. ასეთ პირობებში რუსეთისათვის ერთადერთ მოკავშირედ ისევ ბელარუსი რჩება. მე ხშირად ვეუბნები ვლადიმერ პუტინს: „მესმის შენი, რადგან შენ ბელარუსის დაკარგვა არ შეგიძლია, მაგრამ ასევე მესმის ისიც, რომ ბელარუსის ბრძოლა შესანარჩუნებლადაც არ შეგიძლია“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსი რუსული გაზის დიდი რაოდენობით შემსყიდველი მეორე ქვეყანაა ეწვოპაში, გერმანიის შემდეგ. იგივეა ნავთობის მხრივაც, ამიტომ რუსეთს ეკონომიკურად ბელარუსის დაკარგვა არ სურს.

 

ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ იგი 24 ივნისს, მოსკოვში სამხედრო აღლუმს დაესწრო და შეამჩნია, რომ რუსეთში აცნობიერებენ მის ნაბიჯს, თუ რატომ მიახურა „გაზპრომის“ ბანკი ბელარუსში. „ეს ბანკი რუსულია, მაგრამ მან უკანონო ოპერაციების განხორციელება დაიწყო, ლატვიაში ფულის გადარიცხვები. ჩვენ ყველაფერი კანონიერად გავაკეთეთ“.

 

პრეზიდენტმა აღიარა, რომ ბელარუსისათვის სიტუაცია სასურველად არ ვითარდება: „მე უროსა და გრდემლს შორის ვარ - ორ გიგანტს შორის: ერთი მხრიდან - რუსეთი, მეორედან - ევროკავშირი. სამხრეთიდანაც ისეთი ქვაბი გვიდგას, სადაც მუდმივად ცეცხლი ანთია - უკრაინის სახით. მე იძულებული ვარ ფხიზლად ვიყო და არავის არ მივცე შესაძლებლობა სიტუაცია აურიოს. ჩვენ რომ ახლა ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგათ, კონფლიქტები დაიწყება, ყველაფერი თავზე დაგვენგრევა, იმპერიის ნამსხვრევებში დავიმარხებით“, განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც დღეს, 30 ივნისს, ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდეს ქალაქ რჟევში, სადაც გერმანიასთან ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალი უნდა გაიხსნას.

 

წყარო: https://www.ng.ru/cis/2020-06-29/1_7897_belorussia.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 570 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.