"წააგო თუ არა "ბატკამ“ გენდერულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში“ - ლუკაშენკო და ქალები
გერმანული „დოიჩე ველე“ («Deutsche Welle») სტატიაში „ალექსანდრე ლუკაშენკო და ქალები: წააგო თუ არა „ბატკამ“ გენდერულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში“ აანალიზებს „სუსტი სქესის“ როლს ბელარუსში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებში და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დამოკიდებულებას ცნობილ პოლიტიკოს ქალებთან და მოღვაწეებთან.
დღეს საპროტესტო აქციების საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, რომელთა შემადგენლობაში ქალებიც არიან, ძირითადად პარალიზებულია. ნობელის პრემიის ლაურეატ სვეტლანა ალექსიევიჩს მინსკში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები იცავენ, მარია კოლესნიკოვა, მუსიკოსი ქალი, დაჭერილია, სვეტლანა ტიხანოვსკაია კი ემიგრაციაშია.
ალექსანდრე ლუკაშენკო ქალებს სექსისტური თვალსაზრისით უყურებს. იგი ცდილობს ქალები პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოაშოროს და ისე მოქმედებს, როგორც ტირანს შეეფერება. აქედან გამომდინარე, ბელარუსში მიმდინარე დაპირისპირებას გენდერული ელფერი დაჰკრავს.
მინსკში მოსკოვიდან გადასროლილი პოლიტტექნოლოგების ჯგუფმა ალექსანდრე ლუკაშენკოს „დათვური სამსახური“ გაუწია: მათ ბელარუსში რუსეთის პრეზიდენტის „მაჩოს“ სახის ექსპორტი განახორციელეს და ეგონათ, ამით მოიგებდნენ, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ბელარუსი ქალები უკვე დაიღალნენ დიქტატორული ძალადობით, „კუნთიანი ძლიერი მამაკაცი“ მათთვის უკვე ტოქსიკურია. ამას ადასტურებს ის, რომ ავტომატიანი „ბატკას“ დანახვაზე ქალებმა ძალზე ნეგატიური პოზიცია გამოხატეს. „ვაჟკაცური პრეზიდენტის“ სახე ქალების თვალში ძალიან გაფერმკრთალდა: მათ აქციას ლუკაშენკომ „ომონი“ დაუპირისპირა.
რუსეთი და ბელარუსი ევროპაში ორი სახელმწიფოა, რომლებსაც ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი არ მიუღიათ. ლუკაშენკო, რომელმაც მომზადებული კანონპროექტი წაიკითხა, განაცხადა, რომ „ამ სისულელეს, რომელიც დასავლეთიდან არის გადმოღებული, ჩვენ ვერ მივიღებთ. საჭიროა ჩვენი ინტერესები გავითვალისწინოთ, ჩვენი ბელარუსი ქალების სლავური ტრადიციებიო“. დიახ, გაითვალისწინა, როცა მიტინგებზე ბელარუს ქალებს „ოპონელები“ სცემდნენ. ამბობენ, თვითონ „ბატკაც“ კარგად ურტყამდა ხოლმე თავის ყოფილ ცოლს.
მაგრამ მან კარგად ვერ გათვალა ქალების ენერგია. მან პოლიტიკურ-გენდერული ბრძოლა უკვე წააგო.
უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილისა და საპყრობილეებში მიმდინარე წამების ფონზე ალექსანდრე ლუკაშენკო გაბოროტებული, გონებადაკარგული და ტირანი ოჯახის უფროსის როლში გამოდის. იგი აღარ არის ბელარუსებისთვის „ბატკა“ (მამა), რომლის სახელის აღდგენასაც რუსი პოლიტტექნოლოგები ცდილობენ.
წყარო: https://p.dw.com/p/3iLdk
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ოქტომბრისთვის
- "4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება" - მიხეილ სააკაშვილი
- "Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება ყველასთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს და უპირველეს ყოვლისა, თავად ტრამპისთვის" - დიმიტრი მედვედევი
- " საქართველოს მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ" - სალომე ზურაბიშვილი
- "ამერიკელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზად იყვნენ, გადაეხაზათ ყველაფერი, რაც უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ბაიდენმა ზელენსკიზე თქვა, რომ ის შემაწუხებელია"