მთიანი ყარაბაღი: სტალინის სისხლიანი მემკვიდრეობა

თურქეთის პრესაში, მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ფონზე, 1920-1921 წლის მოვლენების შესახებ აქტიური დისკუსია არის გამართული პროსამთავრობო და ოპოზიციურ გაზეთებში.

პროსამთავრობო  „ჰურიეთი“ («Hürriyet») სტატიაში სათაურით „მთიანი ყარაბაღი: სტალინის სისხლიანი მემკვიდრეობა“ მიიჩნევს, რომ 1921 წელს მთიანი ყარაბაღის ავტონომიის შექმნა იმდროინდელი საბჭოთა  კავშირის ხელმძღვანელების, კერძოდ კი პირადად იოსებ სტალინის დანაშაულია და რომ ეს საბჭოური შეცდომა უნდა გამოსწორდეს.

 

ოპოზიციური „ჯუმჰურიეთი“ («Gumhuriyet») აქვეყნებს სტატიას სათაურით „ათა-თურქის კავკასიური გეგმები“, რომელშიც ავტორი - პოლიტიკური მიმომხილველი მეჰმედ ალი გიულერი ისტორიულ ფაქტებს იმოწმებს და წერს, რომ თურქეთ-რუსეთის ლიდერების (ანუ მუსტაფა ქემალისა და ვლადიმერ ლენინ-ულიანოვისკონტაქტებმა და ქვეყნების შემდგომმა დაახლოებამ კავკასიას თავიდან ააცილა დასავლეთის გაბატონება და იმ დროისათვის რუსეთისა და თურქეთის გავლენის გაძლიერება უზრუნველყო. „დიდი ბრიტანეთი 1918 წელს ბათუმში შევიდა და დაიკავა. ინგლისელები „დიდი კავკასიური კედლის“ აგებას ფიქრობდნენ თურქეთთან მიმართებით, რომ ანკარისა და მოსკოვის ერთიანობა არ დაეშვათ. მუსტაფა ქემალმა კი თავისი საგარეოპოლიტიკური კურსით დასავლეთს ამ „კედლის“ აგებაში ხელი შეუშალა და რუსეთთან ურთიერთობა დაამყარა. უფრო მეტიც - მიიღო ტერიტორიები ყარსის, ართვინისა და არტაანის სახით.

 

არსებითად, დღესაც საქმე გვაქვს ბრიტანულის ანალოგიურ მეთოდთან: ამერიკული იმპერიალიზმი უკვე 20 წელია ცდილობს კავკასიაში განმტკიცებას. ვაშინგტონს ლონდონის მეთოდის გამეორება სურს საქართველოსთან მიმართებით.

 

უპირველესად გავარკვიოთ, რა არის კავკასია აშშ-სთვის. პირველი - თურქეთის, რუსეთისა და ირანს შორის გამმიჯნავი რეგიონი; მეორე -  აღმოსავლეთიდან შავ ზღვაზე გავლენის მოპოვება; მესამე - შავი და კასპიის ზღვებს შორის კავშირების გაკონტროლება და მეოთხე - ჩინეთის ინიციატივის „ერთი გზა - ერთი სარტყლის“ განეიტრალება კავკასიაში.

 

მოკლედ, ამერიკას სურს ხელი შეუშალოს თურქეთ-რუსეთ-ირანის თანამშრომლობას და არ შეუშვას ჩინეთი სამხრეთ კავკასიაში. რა ვქნათ?“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://cumhuriyet.com.tr/yazarlar/mehmet-ali-guller/ataturkun-kafkas-plani-1771933

https://cumhuriyet.com.tr/yazarlar/mehmet-ali-guller/bakunun-avantaji-ankara-moskova-isbirligi-1770155a

წაკითხვა 684 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 16 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.