“რუსეთი სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს “გრომ 2022”-ს იწყებს, რაც აშშ-საც შეატყობინა, პენტაგონისგან კი ყველა დონეზე გაფრთხილებულია.
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა სკეპტიციზმი ვლადიმერ პუტინის სიტყვების მიმართ, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში ბირთვული შეიარაღების გამოყენებას. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს.
პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ განაცხადა.
„ფორბსის“ შეფასებით, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის ქონება 810 მილიონ დოლარს აღწევს. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის მეუღლის, აქშათა მართის ქონება 715 მილიონ დოლარს აღემატება.
“ზამთრის მოახლოვებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილში უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით სკეპტიკური განწყობა ძლიერდება. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, აშშ-მა შესაძლოა უკრაინას დახმარება შეუწყვიტოს.