უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთი, შეიძლება, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის "კოლონია" გახდეს და ეს სიტუაცია, შეიძლება, ძალიან საშიში იყოს.
ჩინეთში, სავარაუდო კორონავირუსული ინფექციით, დღეში დაახლოებით 9 ათასი ადამიანი იღუპება. ამის შესახებ Reuters-ი ბრიტანულ ანალიტიკურ კომპანია Airfinity-ზე დაყრდნობით იუწყება.
გრიპისა და „კორონავირუსის მუტაციების” გამო პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და დამატებითი რაკეტების გადაცემა ომის დასასრულს მოაახლოებს.
ამის შესახებ პოდოლიაკმა განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
მისივე თქმით, ეს ასევე შესაძლებელს გახდის რუსეთის კრიმინალური და კორუფციული გავლენის შემცირებას გლობალურ პოლიტიკაზე.
„უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და შორი მანძილის რაკეტების გადაცემა საშუალებას მოგვცემს: პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ომის ლოკალიზების და იმის, რომ ის კიდევ უფრო გაფართოვდეს. მეორე, მოაახლოებს ომის დასასრულს და 1991 წლის საზღვარზე გასვლას“,- განაცხადა პოდოლიაკმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
რუსეთი არ აპირებს ვინმესთან საუბარს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე, აშკარაა, რომ თავად კიევი არ არის მზად დიალოგისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.