სექტემბერი 23 2022 წაკითხვა 320 ჯერ

ირანში, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ხუთი თანამშრომელი.

სექტემბერი 23 2022 წაკითხვა 341 ჯერ

უკრაინის არმიის "სამხრეთის" ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ ოდესაზე იერიში მიიტანა ირანული წარმოების თვითმკვლელი უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით, რომლებიც ქალაქში ზღვიდან შეფრინდნენ.

სექტემბერი 23 2022 წაკითხვა 306 ჯერ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გაცხადებით, რუსეთმა იცის „მძიმე შედეგების“ შესახებ, რომლებიც უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვება.

სექტემბერი 23 2022 წაკითხვა 430 ჯერ

55 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა ამ ომში ნახევარი წლის განმავლობაში. ათი ათასობით დაჭრილია, უფრო მეტი გინდათ? არა? მაშინ გააპროტესტეთ. იბრძოლეთ. გაიქეცით. ან უკრაინას ჩაბარდით ტყვედ. ეს არჩევანი გაქვთ გადასარჩენად, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს, გააპროტესტონ ვლადიმერ პუტინის ბოლო გადაწყვეტილება მობილიზაციის შესახებ.

სექტემბერი 23 2022 წაკითხვა 394 ჯერ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 4 სარაკეტო და 27 საავიაციო დარტყმა და 75-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

სექტემბერი 23 2022 წაკითხვა 355 ჯერ

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა ტელეკომპანია „სიენენის“ წამყვანთან, ქრისტიან ამანპურთან დაგეგმილი ინტერვიუ იმის გამო გააუქმა, რომ წამყვანი პრეზიდენტის მოთხოვნას თავსაბურავის გაკეთების შესახებ არ დაეთანხმა. ინფორმაციას „სიენენი ავრცელებს.

გვერდი 154 სულ 336
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.