საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. წერილს საერთაშორისო მედია ავრცელებს.
უკრაინაში რუსების მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობამ კონფრონტაციის წერტილს მიაღწია და მათ ამ პირობებში მოუწევთ ცხოვრება.
კოსმოსში პირველად გაუშვეს იაპონური აპარატი, რომელიც მთვარეზე დაჯდება. სტარტი განხორციელდა აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან. კოსმოსური აპარატი HAKUTO-R-ი, რომელიც კომპანია ispace-ის მიერაა აგებული, კორპორაცია SpaceX-ის მიერ წარმოებულმა რაკეტა Falcon9-მ გაიყვანა კოსმოსში.
მრავალი აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში, დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკასა და ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის რუსეთის სამხედრო ყაზარმებში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.