"როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს" - ირაკლი კობახიძე
ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა. როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია მთლიანად „დისკრედიტირებულია და ამ მდგომარეობამდე მიყვანას ხელი თავად შეუწყვეს“.
პრემიერის შეფასებით, „რადიკალური ძალებისთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში სივრცე არ უნდა იყოს“.
„ნულს პლუს ნული, უდრის ნულს. ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა. აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს. მთლიანობაში ოპოზიცია დისკრედიტირებულია. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. თვითონ შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას. მათ შორის, საბოტაჟით, პარლამენტში არ შესვლით და ა.შ. უამრავი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინეს უცხოეთში საკუთარმა პატრონებმა. ამის გამო, ნულოვანია მათი იმიჯი და რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში. ეს პრინციპში კარგია, რადგან რადიკალური ძალებისთვის არ უნდა იყოს სივრცე ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- “თუ ირანის რეჟიმი დაემხო, ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება” - ზურაბ ბატიაშვილი
- საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის
- "მთელი თაობა არის ახლა განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთში ცხოვრებისთვის, თუ არც ჩვენ არ გავერთიანდით და არ ვიბრძოლეთ"
- " უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით შეთხზეს" - ოთარ ფარცხალაძე
