აპრილი 21 2023 წაკითხვა 544 ჯერ

ხელისუფლება კოორდინირებულია მოსამართლეებზე ხელის დაფარებით, რაც არის არა მხოლოდ პარლამენტის საბოტაჟირება, მისი უფუნქციოდ დატოვება, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

აპრილი 20 2023 წაკითხვა 548 ჯერ

“კავკასიის რეგიონში მრავალწლიანი ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი შესაძლოა უახლოეს მომავალში დიდი სამშვიდობო ხელშკრულებით დასრულდეს - სომხეთმა ფაქტობრივად აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობა და საპასუხო ნაბიჯებს ელის, თუმცა, ბაქოს პასუხი ხისტია და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თურქეთის ჩართვა გახდეს საჭირო.

აპრილი 20 2023 წაკითხვა 621 ჯერ

შემაძრწუნებელი სანახავია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს ეფარებიან, მის ღირსებას იცავენ თურმე და გაჩერებული აქვთ საპარლამენტო საქმიანობა - ყოჩაღ, მივიდნენ აქამდე მმართველობის 11 წლის თავზე, ვულოცავ “ქართულ ოცნებას” იმ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

აპრილი 20 2023 წაკითხვა 527 ჯერ

სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას, როგორც ჩანს, დღის სინათლე არ უწერია, მაგრამ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბევრი აქვს დასამალი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

აპრილი 19 2023 წაკითხვა 433 ჯერ

პროცედურული ომი ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში უკანონობასთან გვაქვს საქმე - რეალურად კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი! - ასე აფასებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, კენჭისყრის წინ რეგისტრაციის არგავლის გზით არ მისცეს ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.

აპრილი 18 2023 წაკითხვა 433 ჯერ

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებასთან დაკავშირებით კვორუმის არარსებობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ საპროცედურო ომი აქვს გამოცხადებული.

გვერდი 361 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.