რუსეთის ჯარებმა დღეს, 27 ივნისს მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე. არის მსხვერპლი.
ისრაელ-ირანის კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა, ამიტომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შეუძლია ურთიერთობების განვითარება ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანასთან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
უკრაინის ფრონტისპირა რაიონებში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაჭრის ძირითადი მიზეზი ახლო მანძილზე მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმაა.
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ „სიონისტური რეჟიმი პრაქტიკულად განადგურდა“. სოციალურ ქსელ X-ში ხამენეი ასევე წერს, რომ ირანმა შეერთებულ შტატებზეც გაიმარჯვა და “ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის საგანგებო ტრიბუნალის დაფუძნების შესახებ, რომელიც მოიცავს აგრეთვე სტატუტს საგანგებო ტრიბუნალის შესახებ.
არცერთმა „რესპუბლიკელმა“ მხარი არ უნდა დაუჭიროს „ამერიკის ხმის“ გადარჩენას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.