February 17, 2026

დეკემბერი 12 2019 წაკითხვა 2037 ჯერ

“ავღანეთში 18-წლიანი ომი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა დაჯგუფება “თალიბანთან” მოლაპარაკება გაანახლა და დისკუსია უსაფრთხოების გაზრდის საკითხებს შეეხებოდა, ავღანეთი კიდევ ერთხელ გახდა ტერირისტული აქტის მსხვერპლი. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ თუკი აშშ თავის სამხედრო კონტიგენტს ავღანეთიდან გაიყვანს, ეს სახელმწიფო შესაძლოა “ტერირისტების სავანე” კიდევ ერთხელ გახდეს. ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზის მახლობლად მომხდარ ტერაქტს მოჰყვა მსხვერპლი, არიან ათეულობით დაშავებულები, მათ შორის ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა. ტერორისტების მთავარი სამიზნე ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად მშენებარე სამედიცინო დაწესებულება იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თავდასხმა ქართველ სამხედროებზე ავღანეთში - “თუკი ავღანეთიდან ამერიკული ჯარი გამოვა, ამას ქართული ჯარის გამოსვლაც მოჰყვება”.

გვერდი 331 სულ 350
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.