"ბირთვული ომის საფრთხე არ უნდა არსებობდეს "- ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

ბირთვული ომი არასოდეს უნდა მოხდეს.

ასე შეაფასა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსების შესახებ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მან მოუწოდა მხარეებს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაჭრას მიაქციონ ყურადღება და სიტუაციის დეესკალაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში გაიხსენეს ბირთვული ქვეყნების მიერ 2022 წლის იანვარში გაკეთებული ერთობლივი განცხადება ბირთვულ ომში გამარჯვების მიღწევის შეუძლებლობის შესახებ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებელია ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის არდაშვება და სტრატეგიული რისკების შემცირება.

 ცნობისთვის, 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის საცავი შეიქმნება. მისი მშენებლობა ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. პუტინის თქმით, მოსკოვი ამას აშშ-ის მსგავსად აკეთებს, რომელსაც ევროპის ქვეყნებში ბირთვული იარაღი აქვს განთავსებული. ევროპის სახელმწიფოებმა ისინი „ბირთვულ შანტაჟში“ დაადანაშაულეს.
წაკითხვა 213 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.