“ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის პირველივე კადრებში გამოჩნდა, რომ ის კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ სცენისთვის. ეს მისთვის იყო, ერთგვარად, ფსიქოლოგიური რეპეტიცია ფართო საზოგადოების წინაშე წარსადგომად. ამასთანავე, მან პირველივე განცხადებებით პოლიტიკაში დარჩენის პრეზენტაცია გამართა. მერაბიშვილი მაქსიმალურად შეეცადა, გადაეფარა ხმები იმის თაობაზე, თითქოს მას ციხიდან უშვებენ იმიტომ, რომ ხელისუფლებას გაურიგდა და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს, გარკვეულწილად, მოახერხა კიდეც... ის პოლიტიკაში რჩება, მაგრამ ჯერჯერობით რთული სათქმელია, რომელ გუნდში შეიძლება ვიხილოთ. მერაბიშვილი, შესაძლოა, წავიდეს “ნაციონალურ მოძრაობაში” ან “ევროპულ საქართველოში”, თუმცა ასევე შესაძლებელია შექმნას ახალი პოლიტიკური ძალა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „არის თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს“ / “ამ ორი ძალის გაერთიანება გამორიცხულია, ვიდრე ბოკერია იქნება “ევროპული საქართველოს” ლიდერი. როდესაც მერაბიშვილი ლაპარაკობს ერთიანობაზე, ვფიქრობ, გულისხმობს ამ ერთიანობას “ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი ლიდერის გარეშე”.
თებერვალი 24 2020
წაკითხვა 731 ჯერ
